მთავარი პოლიტიკა წარმოდგენა არა მაქვს, რა დევს საქმეში და რა სახელი და გვარი აქვს...

წარმოდგენა არა მაქვს, რა დევს საქმეში და რა სახელი და გვარი აქვს მოსამართლეს – თეა წულუკიანი რუსთავი2-ზე

0 602

„წარმოდგენა არა მაქვს, რა დევს საქმეში და არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია,“ – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, მისი მისამართით არსებულ ბრალდებებს.

მინისტრი წულუკიანი ამტკიცებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასა და ხელისუფლების მხრიდან არსებულ ბრალდებებზე მის წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი განცხადება უსამართლოა.

„წარმოდგენა არა მაქვს, რა დევს საქმეში და არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია. მე პატივს ვცემ იმ სასამართლოს, რომელიც დღეს არსებობს. ბატონ ნიკას, მე ბევრჯერ ვთქვი, ამ ემოციურ ფონზე შეუძლია, ძალიან ბევრი რამ დამაბრალოს. სასამართლო გადაწყვეტილება, ერთადერთი, რაც მედიაში გამოქვეყნდა რამდენიმე თვის წინ ვნახე და ჩემი აზრიც ვთქვი, რომ რაღაც ფილოსოფიურ დოქტრინას უფრო ჰგავდა, ვიდრე სასამართლოს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. სასამართლო არის ჩემგან დამოუკიდებელი. ამისთვის ვიბრძოდი მე მრავალი წელი და ეს მიღწეულია,“ – აცხადებ თეა წულუკიანი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი