მთავარი რეგიონი ცნობილი ლიტველი მსახიობი აჭარაში მოგზაურობს

ცნობილი ლიტველი მსახიობი აჭარაში მოგზაურობს

0 582

ცნობილი ლიტველი იუმორისტი, ტელე წამყვანი და მსახიობი ოლეგ შურაევი აჭარაში მოგზაურობს და თავისი გადაცემისთვის სპეციალურ ვიდეო რგოლებს ამზადებს. მსახიობი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ლიტვაში ჩატარებული პიარ კამპანიების ფარგლებში სტუმრობს. მსახიობმა გადამღებ ჯგუფთან ერთად აჭარაში იმოგზაურა და რეგიონის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. ცნობილი ლიტველი მსახიობი მაყურებელს რეგიონის ტურისტულ პროდუქტებზე, აჭარაში დასვენების უპირატესობებზე და რეგიონში დასვენებისას თავის გამოცდილებაზე მოუყვება. გადაცემაში ასევე მოხვდება ქართული სადღეგრძელოებისა და სუფრის ტრადიციაც. აჭარის შესახებ მომზადებული გადაცემები ლიტვაში წამყვანი ტელეარხის TV3- ის ეთერში ივნისში გავა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიტვაში სარეკლამო კამპანიებს 2013 წლიდან ანხორციელებს. წელს პიარ და მარკეტინგული კამპანიების წარმოებისას განსაკუთრებული აქცენტი ლიტვადან აჭარაში ცნობილი ტელეარხების გადაცემების გადამღები ჯგუფების, ჟურნალისტებისა და ცნობილი სახეების მოწვევაზე კეთდება. მაისის ბოლოს ლიტვაში ასევე გაიმართა ორდღიანი აჭარის დღეები, რომელიც როგორც სხვა პიარ აქტივობები აჭარის ტურისტული პოტენციალის, მისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და რეგიონში ტურისტების მოზიდვას ემსახურებოდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი