მთავარი მსოფლიო “ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გენოციდის ბრალდებას”

“ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გენოციდის ბრალდებას”

0 541

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კვლავ საერთაშორისო გაერთიანებას აკრიტიკებს. თურქეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას სომხების მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ.

“აქ საქმე საერთოდ არ არის სომხებში. ამ საკითხს მთელს მსოფლიოში თურქეთის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად იყენებენ. ჩვენი პოზიცია კი ნათელია. ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გენოციდის ბრალდებას”, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

მისივე თქმით, გერმანია უნდა იყოს უკანასკნელი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია გენოციდზე ილაპარაკოს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი