მთავარი Blog ჩემს ქვეყანაში უცხოელებს არ მივცემდი იმდენის უფლებას, რამდენიც აქვთ

ჩემს ქვეყანაში უცხოელებს არ მივცემდი იმდენის უფლებას, რამდენიც აქვთ

100 132192

12670274_1020765117996044_4074148947715181107_n (1)
ჩემი აზრით, დღეს საქართველო ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშია. ხომ გავუძელით მურვანს, თემურ ლენგს, ოსმალეთს, სპარსეთს, ლეკებს, გავუძელით ჩინგიზ-ხანს, შაჰ-აბასს, აღა-მაჰმად-ხანს და კიდევ ბევრს, ჩემი ქვეყნის სიცოცხლე მუდმივი ბრძოლა იყო და არის. ოღონდ ახლა ისეთი დრო დადგა გარეული მტრების გარდა შინაურებსაც ვებრძვით. გვებრძოდნენ და გვებრძვიან ჩექმით და ტყუილი სიყვარულით. ძველად იგრძნობოდა მაინც ქართველების ერთად დგომა, მტერს ყველანი ერთად ვებრძოდით, დღეს ? დღეს დაბეჩავებულები ვართ, ორად კიარა ათად გაყოფილები, შიდაპოლიტიკურად არეულები, ჩამოუყალიბებლები, ძალაუფლებისა და ჯიბის გამდიდრებისკენ ლტოლვამ სამშობლოს სიყვარული გადაწონა.
იცით რაზე მწყდება გული? ქვეყანაში, სადაც საკუთარი ენა აქვთ, რატომ უნდა ექცეოდეს ინგლისურს ბევრად მეტი ყურადღება? პირველკლასელებს დედაენა ინგლისური ენის სახემძღვანელოთი ჩაუნაცვლეს, ჩემი თაობა ერთ წინადადებას ქართულად, -მეორეს ინგლისურად ამბობს, ხალხო, აშშ აღმოცენებულიც არ იყო ჩვენ რომ ჩვენი ენა და კულტურა გვქონდა, ესაა ისტორიის გარეშე დარჩენილი ქვეყანა და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი მათი გავლენის ქვეშ ვექცევით. დამოუკიდებლები ვართო რომ ამბობენ და თავს იშტერებენ, როგორ ვართ დამოუკიდებლები როდესაც რუსეთს აფხაზეთი, სამაჩაბლო უკავია და ლამისაა სასაზღვრო ზოლი ავტობანამდე გადმოგვიწიოს, თურქეთს აჭარაზე აქვს პრეტენზია, სომხები ჩვენს ტრადიციებსა და კულტურას ისაკუთრებენ, აშშ ჩექმით არა, მაგრამ ტკბილი სიტყვით ცდილობს გავლენის მოპოვებას და გამოსდის კიდეც…

რატომ უნდა ჰქონდეს ამერიკის ელჩს საქართველოში იმდენის უფლება, რომ ხუმრობის გამო რიგითი ახალგაზრდა დააკავებინოს ? მითუმეტეს თუ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა. აღმაშენებლის გამზირზე ქართველს რომ ვხედავ მიხარია, არაბებსა და ირანელებს მიაქვთ პროსპექტი.. რამდენი გამოუვალი სიტუაცია მოგვიბრუნებია და წაგებული ბრძოლა მოგვიგია, დღეს რა გვჭირს?! დღეს მკვდარი თევზებივით მივყვებით დინებას და უმეტესობა აუღელვებლად უყურებს როგორ ვკარგავთ ტერიტორიას, კულტურას და უკვე ენასაც…
ისეთები უნდა ვიყოთ რომ სხვებს ჩვენი კულტურის საწინააღმდეგო რეფორმების გატარებაზეც ვერ გავაბედინოთ საუბარი, მაგრამ არ შეგვიძლია, რადგან საქართველოს პირველი მტერი ისევ და ისევ ქართველია, ქართველი რომლისთვისაც ფული მეტია ვიდრე სამშობლო !
-თათა მურაჩაშვილი

100 კომენტარები

  1. თათა გენაცვალე შენ, რა კარგი გოგო ხარ, კარგი იქნებოდა ბევრი ახალგაზრდა რომ ფიქრობდეს შენსავით… ძალა ხომ ახალგაზრდობაშია…

  2. დროული,ლამაზად ნათქვამი…მწარე სინამდვილე,რომელიც ყველა თავმოყვარე ქართველს უნდა აწუხებდეს.აღმაშენებელის თურქეთით ჩანაცვლება მაინც არ გეუხერხულებათ?!

  3. მისაბაძი გოგოა ყველასათვის დიდებისათვის და პატარებისათვის იმდენად დააკნინეს ქართველი ხალხი რო მუცლის დონეზე ფიქრობენ მარტო …სამშობლომაც და ყველაფერმა ღირებულმა რამაც აქამდე მოგვიყვანა უკანა პლანზეა ასე მოაზროვნე ხალხი კი ჩვენს ნატანჯ ქვეყანას წინ უნდა უძღვებოდეს წინსვლისაკენ ..ღმერთო შეეწიე საქართველოს ამინ!

  4. ქვეყანაში ნამდვილად დიდი გაჭირვებაა. ფული უმეტესობას ოჯახის გამოსაკვებად და გადასარჩებდ უნდა. ოჯახისგან შედგება სამშობლო და შესაბამისად ქართველი კაცი ფულით სამშობლოს გადაარჩენს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ფული ურჩევნია სამშობლოს.

  5. სწორიაა, დღეს საქართველო ყველასია გარდა ქართველებისა!უაზრო ლიბერალიზმმა დაა ეთნიკური "უმცირესობებისადმი"პატივისცემამ ეთნიკურ უმცირესობად ქართველები გვაქცია საქართველოში!დაკარგული ტერიტორიაა არ ქვია მხოლოდ იმას რაც რუკაზე არ იქნება ასახული,დაკარგულიაა ის რეგიონები და მუნიციპალიტეტები სადააც მრავლად არიაან აზერები,სომხები და სხვადასხვა ჯიშის ადამიანები!გარდაბანი,მარნეული,ნინოწმინდა,ბოლნისი…ბათუმი,ქობულეთი…გაივსო ხალხოოოო უჯიშო ხალხით!

  6. გაიხაროს შენმა გამზრდელმა დედამ, ასეთი სამშობლოს მოყვარული შვილის გაზრდისათვის, იქნებ ისმინონ ფულლზე გამწარებულმა და გაბოროტებულმა ქართველებმა/რა თქმა უნდა ყველანი არ არიან, ღმერთმა დაგვიფაროს/ დაფიქრდნენ რას აკეთებენ, რომ ყველაფერი ფული არ არის, ბევრს დარჩა ფული სიკვდილმა რომ მიაკითხა და ვერ უშველა სიმდიდრე….გაიხარე შვილო #

  7. მიხარია ასეთი მოაზროვნე ახალგაზრდები რომ მოდიან, ერთეულებმა უნდა აიყოლიონ მასები. თუ თქვენ არა ვინ მიხედავს ქვეყანას, ჩვენ მშობლების თაობამ ვერ შევძელით, სანამ დროა იქნებ გამოვფხიზლდეთ.

  8. როცა აღმაშენებელს იხსენება ,ისიც გაიხსენეთ რომ მან საქართველოში 40000 ყივჩაღი ჩამასახლა.ეს ქვეყანას სჭირდებოდა.

  9. ინგლისურიც რუსულიც ჩინურიც და არაბულიც უნდა ვიცოდეთ და ვისწავლოთ. პირიქით რაც მეტი ცოდნა შემოვა მით უკეთესია. უცხოენების მცოდნემ გაცილებით უკეთ იცის ქართული. ენას ვივიწყებთ და ასე და ისე ვიშვიშს არ ვიზიარებ იმიტომ რომ ვხედავ დღეს მოზღვავებას მედიის, პოეზიის, მწერლობის, სავსეა ფეისბუკზე ჯგუფები შექმნილი. ინგლისური კი აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ყველამ ესაა ფარი ჩვენი ფაქტიურად რომ არ წაგვკლეკოს უცხო ტომმა. მხოლოდ ინგლისურის კარგი ცოდნით შეიძლება გააჩერო ეს "უხილავი მტერი". სიტყვაშია ძალა და არა ხმლის ქნევაში. ამიტომ ცოტა პოლიტიკური ხედვებიცაა საჭირო და არა მარტო აღმაშენებლის გამზირზე პატრიოტული დასკვნების კეთება. ამ ხალხს გარეკავ ქვეყანას ჩაკეტავ თუ არა მომენტალურად დაისამარებ თავსაც. გვიყვარდეს უნდა ყველა უცხოელი და მათი აქ ყოფნა (რუსიც უნდა ტურისტების ჩათვლით მუდმივად 7% მაინც) ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიაა ჩვენი.

  10. პირველკლასელებს დედაენა ინგლისური ენის სახემძღვანელოთი ჩაუნაცვლეს, – რატომ ტყუიხართ? გული მტკივა როცა ახალგაზრდებისგან მოდის ასეთი სიბნელი და სიბეცე.

  11. გეთანხმები ჩემო გოგონა და ჩათვალე ყოველთვის შენს გვერდით ვარ,ჩემი შვილები მარჯანიშვილის მოედანზე დაიბადნენ და გაიზარდნენ,როდესაც ჩემს ვაჟკაც შვილს თავის სახლის წინ თურქმა მეპატრონემ ხელით გასწია აქ ნუ დგეხარ ჩემს ობიექტს ეფარებიო,რამდენი ენერგია დამჭირდა რომ შვილი შარისგან ამეცილებინა ამას ვერ წარმოიდგენთ…

  12. მარტო ამერიკაზე რატომ გაქვთ აქცენტი გაკეთებული? ეს პრობლემა ადრეც არსებობდა ,როდესაც ქართველებს რუსულად ალაპარაკებდნენ და მეორე კი არა პირველი ენა იყო ,მხოლოდ ინგლისური გხვდებათ ყურში ცუდად?
    გეთანხმებით სრულიად რომ საქართველოში მხოლოდ ქართული უნდა იყოს პრიორიტეტული ,ყველაფერი ქართული ,მაგრამ ამ ქართულსაც ბევრი დახვეწა და განვითარება სჭირდება ,რადგან დრო გადის, თაობები იცვლებიან და მხოლოდ ერთი ადგილი არ უნდა ვტკეპნოთ..
    ქართველები რომ არიან მოდებულნი მთელ მსოფლიოში და მოპარვის იქეთ არაფერს აკეთებენ,აბა იმათ კითხეთ როგორ მოსწონთ.ქურდი და ნაძირალა თავისიც ყოფნით.

  13. "(რუსიც უნდა ტურისტების ჩათვლით მუდმივად 7% მაინც) ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიაა ჩვენი." რანაირი გარანტიაა, მერე მიზეზი რო ქონდეთ რუსებს ჩვენთან შემოსასვლელი?(ჩვენს მოსახლეობას ვიცავთო) , როგორც ეს ყირიმში გააკეთეს,როგოეც ამას ჯავახეთში აპირებენ და და შეგვიქმნან მერე ნოვოროსია აქაც არა? არავინ არ საუბრობს მაგ ხალხის გარეკვაზე,უფლებებზეა აქ საუბარი,ყველგან ქართველზე მეტი უფლებით და პრიორიტეტით ჩამოთესლილი სარგებლობს, ღამის კლუბებია სადაც ქართველს საერთოდ არ უშვებენ და ქართველი გოგონები ყავთ ხარჭებად. ყველა ჩხუბში ქართველსა და უცხოელს შორის უცხოელი გამოყავს მართალი პოლიციას,ტრაკი უნდა აულოკო ყველა უცხოელს თუ გინდა რო რასისტის იარლიყი არ აგაკრან გრანტიჭამია არასამთავრობო ყლიბერალებმა.

  14. ხო ისე ჩამოთვალა ოსმალები ,სპარსეთი ,მაგრამ რუსეთი გამორჩა რატომღაც :)) ასე ვცხოვრობდით ყველა ერთად დაწყებული სომხებით დამთავრებული რუსებით თბილისში და რა ვქნათ ახლა გავყაროთ ეს ხალხი თუ სკამებით ვსდიოთ? მერე ჩვენს ქართველებს რა ეშველებათ რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ? ჩვენი წესები და ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ ,.. და არავინ არაფრის დაკანონებას არ გვაძალებს ,ევროკავშირში უამრავი ვქეყანაა გაერტიანებული რომლებიც სასტიკად ეჭინააღმდეგებიან თუნდაც ერთსქესიანთა ქორწინებას და მხოლოდ რუსეტის მედიას ნუ უსმენთ ,ან თუ უსმენთ ინტერნეტი რისთვის არსებობს გამოყეთ 10-15 წუთი და ნახეთ ერტი წინადადება მაინც ევროკავშირზე …

  15. ეს გოგონა უკაცრავად მაგრამ ნამეტანად ბაქიბუქობს და დემაგოგობს…რა შუაშია უცხოელები როცა ქართველები ერთმანეთს პატივს არ ვცემთ…საერთოდ ვინ არის რომ აქვეყნებენ მის სტატიებს…ჯერ გაიზარდოს და მერე მოძღვროს სხვა ურჩევნია ცხოვრება წინაა სასწავლი ბევრი

  16. მოჩვენებებთან ბრძოლა დაღუპავს საქართველოს და არა უცხოელები. შეეშვით სისულელეებს და გახსენით გულები, შეუშვით შიგნით ყველა.

  17. ჩემმა უფროსმა შვილმა გერმანული და ინგლისური იცის კარგად (18 წლისაა) და ახლა ფრანგულს სწავლობს. რას ხედავთ ამაში კარგის მეტს?

  18. არ არსებობს საქართველოს ისტორიაში არც ერთი დღეც კი, როდესაც აქ სხვა ეროვნებების წარმომადგენლები არ ცხოვრობდნენ. თბილისის პირველი 27 მერიდან 26 ეროვნებით სომეხი იყო, იმიტომ რომ თბილისში ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობდა. ასეთი მრავალეროვანი ქალაქები იყო ბათუმიც და სოხუმიც, სადაც არა მხოლოდ სხვა ეთნოსები, არამედ სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ.

    დავით აღმაშენებელმა რომ თბილისი არაბების მმართველობისგან დაიხსნა, მუსულმანების მიმართ განსაკუთრებული კანონები შემოიღო და ყველანაირად იცავდა მათ უფლებებს. მუსულმენურ უბნებში ღორის დაკვლაც კი აკრძალა, როგორც მემატიანე ამბობს.

    კულტურული მრავალფეროვნება ამ ქვეყნის სიმდიდრე იყო ყოპველთვის და იმიტომ გვაქვს ასეთი მრავალფეროვანი და მიმზიდველი ქვეყანა გინდათ მუსიკალურად, გინდათ სამზარეულოთი და გნებავთ ადამიანების გარეგნობით.

    ამაშია სილამაზე.

  19. ruseti ruseti caiges tvini!! es qveyana marto tqvenia? rom daasustot martla rogorc tqven gindat da siria da erayi rom gagitamashon aq turqetma da sxva ketilis msurvelbma rusetis sazgvrebis asarevad mere pasuxs vin agebs?! xidasheli ? tu xmals gaikravt xels da ar daushvebt?cota tvini daatanet es qveyana yvelasia da ise turquli gvarebi rim ar gaqvt cota im dampali rusebis damsaxurebac aris tore turqetshi mcxovreb qartvels ratom ar axsovs gvari da ena azrad ar mogdit? tore ise tqvenze naklebi gemovneba arc me maqvs me saerod holandia minda mokavshired!!!!))))

  20. NataLia Kechaymadze ჯერ ეგ ერთი ქართველები რო მთელ მსოფლიოს არიან მოდებულნი , და თანაც იქ იპარავენ , ეგ ამერიკის და ევროპის ბრალია , ამიტომ ხმა არ აქვთ ამოსაღები ,, ესე ქვეყანა მათ გაგვიჩანაკეს თავისი სტიქიური საბაზრო ეკონომიკით , და თავისუფალი ბაზარით , 89 წლის მერე ერთსულ მოსახლზე მთლიანი შიდა პროდუქტი 3 ჯერ შემცირდა ,,,, სახემწიფოს ხვედრითი წილი 5 % ამდე დავიდა ბიზნესში ,, საგარეო ვალი არ გვქონია არაფერი ეხლა, ვალებში ვიხრჩობით ,, ხალხი გააბომჟეს , ეს შენი ამერიკის დამსახურებაა , რომელიც კომუნისტურ იდეოლოგიას და და საერთოდ მემარცენეებს თრგუნავდა ყველგან ,,,, დღევანდელი ევროკავშირის ქვეყნები ბოლო პერიოდია აზრზე მოვიდნენ და სოციალისტობენ ასე თუ ისე , ევროკავშირში შესვლა აუცილებელია ჩვენთვის მაგრამ არ ვიმსახურებთ როდესაც მთელი ევროპა მემარცხენეობს , პორტუგალიის , საბერძნეთს , ბელგიის , ჩეხეთის , გერმანიის პარლამენტებში კომუნისტური პარტიებია შესული , სადაც მარქსიზმ–ლენინიზმს პროპაგანდა ხორციელდება საკმაოდ სერიოზულად , ჩვენთან კიდე კანონით იკრძალება კომუნისტური იდეოლოგია , და ამის გამო შეიძება დაგაჯარიმონ და დაგიჭირონ კიდეც ,, ეს არის ამერიკული დემოკრატია რომელიც ზღაპარია საერთოდ :)) რაც შეეხება ევროკავშირს იქ დემოკრატიის უმაღლესი ხარისხია

  21. კეთილი ინებოს პატრიარქმაც და აღიაროს ღმერთის მიერ დადგენილი წესი არჩევნებისა! – თქვენ კი, ქართველო ერო, მოითხოვეთ და მოგეცემათ!

  22. ყველაფერში გეთანხმებით, გარდა იმისა, რომ ამ გოგონას პოლიტიკურ ხედვებზე მნიშვნელოვანი ხელისუფლების პოლიტიკური ხედვებია, რაც თავისთავად კავშირშია და დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ფ-ი-ქტიურ დამოუკიდებლობაზე…

  23. ქ.ნინო, ეს სივრცე ძირითადად მაგისთვისაა, რომ ყველამ თავის სათქმელი თქვას… თან სწორედ მაგას წერს "ეს გოგოც|", რომ ქართველები ვემტერებით ერთმანეთსო… ვერ ხვდებით რომ წინააღმდეგობაში მოდიხართ საკუთარ თავთან, რადგან თქვენივე ლოგიკით თქვენც იგივეს აკეთებთ, ვინაიდან არც თქვენ ხართ ვინმე ისეთი განსაკუთრებული რომ ასეთი განზოგადოებული კრიტიკა და განცხადებები აკეთოთ… ან საერთოდ ისეთი თქვენი მაპატიეთ და დაბრეხვებული ფრაზიდან, როგორიცაა: "პლეხანოვზე რომ არის ღამის ბარები და ამერიკის ელჩი ჭკუას რომ გვარიგებს ესეც ჩვენი მეტიჩრობის ბრალია…" რამე აზრის გამოტანა ხომ საერთოდ შეუძლებელი, ან თუ ვინმეს დეპორტაციას უკეთებენ მე მაგაში ბრალს რა ლოგიკით მდებთ? მოკლედ ჩხირის და დირეს ამბავია ეგ ჩემო ნინო… და თუკი ვინმე არასაჯარო პიროვნებას აწი განსჯით,გავკადნიერდებოდი და გირჩევდით, რომ პირდაპირ მაინც მიგემართად და არა მესამე პირში, რომ გიპასუხონ მაინც…)

  24. რა ლიბერალობითაც გამოუტენეს ამ ქართველებს თავი ისე გაიგეს სტატიაც, უცხოელი შემოვა ტურიზმს ხელს წააშველებს რა პრობლემაა მარა რო ინდოელზე და არაბზე ქართულ მიწებს რო ვყიდით და უცხოური ინვესტიციები ეკონომიკას გვინგრევს არაფერი? იმპორტი იზრდება ისტრიბიწელივით ექსპორტი მდელოზე გვყავს საძოვრად იმაზე ხო აღარაფერს ვამბობ რუსეთის ჩმორირო ვართ გამხდარი მისი შიშით სომხები და აზერები (ჩემ საკუთარ ქვეყანაში ქართულად როარ მელაპარაკებიან) როვერ გაგვიყრია აქედან, აფხაზეთში ჩამოსახლებულ ჩეჩნებს აფხაზებს რო ვეძახით და "სახმრეთ ოსეთი" ლექსიკონში რო გვაქ ინტეგრირებული, მოაშორა ამ ქვეყანას ეს ძალით ტოლერანტები და მეტი არაფერი მინდა რა

  25. Dali Beroshvili მაპატიეთ შემოგეჭრებით, ვფიქრობ განსხვავება დღევანდელ და მაშინდელ საქართველოში იმაშია, რომ მაშინ ყველამ, საქართველოში მცოვრებმა არაქართველმა თავის ადგილი იცოდა, ამიტომაც ცხოვრობდნენ ბედნიერად ებრაელებიც და სხვანიც საქართველოში, როგორც დროებით სამშობლოში თავშეფარებულნი… თუ ისინი ამ ნორმიდან გამოდიოდნენ , მკაცრად ისჯებოდნენ… საროსკიპოების გახსნა და მითუმეტეს ქართველი მეძავეებით, მათ არც კი დაესიზმრებოდათ… აქ ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს ორი გამონათქვამი: სადაც ჩახვალ იქაური ქუდი დაიხურეო და ღორის ტილი ფეხზე არ დაისვაო…)

  26. ლუკა, ნუთუ არ შეგიძლია ადამიანურად და წესიერად ლაპარაკი. იგინები და ბილწსიტყვაობ, არის თუ არა საჭირო. ეტყობა სახესაც იმიტომ მალავ, მაგრამ რას ერჩი, ამ უდიდეს ადამიანს, მისი სახით, რომ ემალები ხალხს.

  27. გიორგი თავართქილაძე სამუდამოთ ჩამოასახლა, გიორგი, სამუდამოდ. მერე ასიმილაცია განიცადეს ადგილობრივ ერთან, ანუ ქართველობასთან.

  28. თათა, ძვირფასო, დიდი ხანია ყურადღებით გადევნებთ თვალს. იმედგაცრუებულს გულს მოუბრუნებს შენი ხედვა, განსაკუთრებით, ენის შესახებ. ვშიშობ,რომ ცოტანი ვართ,ვისაც ენის ბედი აღელვებს.გამიხარდება,თუ გავიგებ,რომ თქვენნაირი ქართული სულით დასაჩუქრებული ახალგაზრდები კიდევ ცხოვრობენ ჩვენს ცოდვილ ქვეყანაში.

  29. @Eliza-tuso Gobronidze-Gamkrelidze ·აა ხო ასიმილაცია განიცადა სადღაც 40 000 კაცმა ხო??? მაშინ მათი კვალი რატომ არ დარჩა ქართველებში??? ან ეთნიკური ნიშნით ან ლინგვისტური ან კულტურული ასე უკვალოდ როგორ შეგვერივნენ თან ქართველთა გენებში ყივჩაღთა არანაირი კვალი არ არსებობს და ხომ ვერ მეტყვი რატომ??? იმიტომ რომ აქ არ დარჩენილან დავითის გარდაცვალების შემდეგ აიყარნენ და წავიდნენ გარკვეული მიზეზების გამო. 40 000 კაცი ძალიან ბევრი იყო იმ დროს თან თუ გავითვალისწინებთ მაშნდელი საქართველოს მოსახლების რაოდენობას, ასიმილაციის შემთხვევაში გარეგნულად და არამარტო გარეგნულად შეგვეტყობოდა მათი კვალი.

  30. ამერიკის ელჩს საქართველოში იმიტომ აქვს ამდენი უფლება კი არა უფრო სწორად ძალაუფლება, რომ აშშ-მ ედუარდის დროს იყიდა საქართველო როგორც მიწის ნაკვეთი და დღეს მართავს როგორც უნდა, საქართველოს არავითარი დამოუკიდებლობა, ნომინალურიც კი არ გააჩნია. აშშ ატარებს ე.წ. არჩევნებს, ცვლის ხელისუფლებას და შემდეგ ნიშნავს ახლებს. აშშ საქართველოს როგორც თავის პირად მიწის ნაკვეთს ისე უყურებს.

  31. არ ვიცი ამ გოგონას შესახებ არაფერი, მაგრამ ისეთ სიბრძნეს აფრქვევს, სულ ცოტა, მსოფლიო ათეულში შემავალი უნივერსიტეტის სრული კურსი აქვს გავლილი წარჩინებით. :-)

  32. Georgi Baramidze რომ მეუბნები სხვისი ღობეს ჩხირი მგონი მე საზოგადოების იმ 80% ში შევდივარ რომელთაც უჭირთ და მეც ის მძიმე წლები გადავიტანე რაც ერმა….ისე რა დავწერეცუდი ყველანი დამნაშავეები ვართ თითოეული ჩვენთაგანი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები…

  33. კარტველის დამარცხება ტუ გინდა ისევ კარტველს უნდა გაანადგურებინოო ხომ გაგიგია სხვა ერი მას ვერ მოერევაო . ღმერტმა არაკნას კარტველები გაერტიანდნენ ტორე მატ ვერავინ დაამარცხებსო. ეს ოსმალების ნატვამია ტურმე

  34. ესაა საბჭოთა რკინის ფარდის შემდეგ გამოწვეული უსაფუძვლო შიში ყოველივე უცხოს, განსხვავებულის მიმართ. გირჩევთ გაეცნოთ საქართველოს – XIXს. მეორე ნახევრის და XX საუკუნეების დასაწყისის ისტორიას, გადახედოთ პერიოდიკას და ნახვთ რამდენად ღია იყო საქართველო და არც არაფრის შიში ჰქონდათ, პირიქით. უამრავი უცხოელი ცხოვრობდა თბილისში და რეგიონებშიც. ახალი სახელოვნებო სკოლების დაარსება _ თბილისის არაერთი არქიტექტურული ძეგლი (მათ შორის ფუნიკულიორიც), ქართული სახელოვნებო სკოლების შექმნა _ საბალეტო სკოლის (იტალიელი მარია პერინი), საოპერო ხელოვნების (იტალიური საოპერო დასი), სამხატვრო სკოლების დაარსება (ჰრინევსკი, ლანსერე და სხვ.) და სხვ. _ სწორედ ამ თქვენი საშიში ევროპელების დამსახურებაა (ჩამოთვლა ძალიან შორს წამიყვანს. სხვათა შორის, მათგან ზოგი გადაასახლეს, ზოგიც დახვრიტეს!). ესაა უსაფუძვლო შიში უცხოს მიმართ, საქართველო ყოველთვის ღია იყო უცხოსთვის და ეს უბრალოდ არ ვიცით, იმიტომ რომ ისინი საბჭოთა რუსეთმა ან დახვრიტა, ან გადაასახლა, ან გააქცია. რუსები მართავდნენ საქართველოს 2 საუკუნე _ ჩვენ ეკლესიას წაართვეს ავტოკეფალია, გაგითეთრეს და გაგიძარცვეს ეკლესიები, ხახვის თავები დაადგეს, აკრძალეს ქართული უნიკალური გალობა და „თხის კიკინი“ უწოდეს, გაგიუქმეს სამეფო ტახტი, გადაგისახლეს სამეფო საგვარეულო, გაგიუქმეს სახელმწიფოებრიობა, რუსული წარწერები იყო ყველგან (დაგავიწყდათ ეტყობა გიმნაზიებში ქართული აკრძალული რომ იყო და ქართული სიტყვისთვის რომ სჯიდნენ და როზგავდნენ), და ბოლოს, კინაღამ საერთოდ რომ გაგიუქმეს სახელმწიფო ენა! რეპრესიებზე, ომზე და სხვა უბედურებებზე რომ აღარაფერი ვთქვა. რაღაც ასეთი შიშები არ მახსენდება „დიად“ საბჭოთა საქართველოში. ამერიკა-ევროპამ წაგართვათ ერთი გოჯი მიწა მაინც? მავთულხლართები გაგიბათ? თუ სკოლებში როზგავენ თქვენ შვილებს ქართული სიტყვისთვის? ვინ გართმევთ ქართულ იდენტობას? რაც არ მოგწონთ, ნუ გააკეთებთ, რუსებივით არავინ არაფერს გაიძულებთ, რუსებივით არავინ გეუბნებათ, რომ ის უფროსი ძმაა და შენ მისი გუბერნია ხარ, _ არავინ! ცხადია, ესაა საბჭოთა სისტემიდან გადმოყოლილი შიში და რუსული ამჟამინდელი პროპაგანდის შედეგი. დასანანია, რომ ამ ანკესზე კვლავ ხდება ქართველების წამოგება. არავინ მითხრას თეატრი გაგვიხსნეს და ა.შ., თეატრი გაგვიხსნეს ტავისი მიზნით, ეს იყო სავსებით შეგნებული და შორს გამიზნული პოლიტიკა. რუსებმა დაგვიპყრეს ომით, დაგვიმორჩილეს _ კულტურული პოლიტიკით და ბევრი ჩვენ ხელოვანი დღემდე, ჩემდა სამწუხაროდ, ამ მორჩილებაშია. არ დავწერდი ამდენს, ძველგაზრდას რომ დაეწერა და ეთქვა ეს, მაგრამ, ახალგაზრდა თაობისაგან ასეთი რამის მოსმენა, მიუღებელია და გასაოცარი!

  35. Eliza-tuso Gobronidze-Gamkrelidze tyuilia, yivchagebis umravlesobam asimilacia ver ganicada da saqartvelo datova (sxvadasxva qveynebshi gaifantnen). Saertod, yivchagebi momtabare, meomari xalxi iyvnen da sadac omi iko da fuls uxdidnen ik midiodnen. Romc darchenilikvnen saqartveloshi, yivchagebis chamosaxleba dgevandel realobastan shesadarebelic araa, davit mefes yivchagebi qartvelebze magla arasodes dauyenebia.

  36. ნინო შიოლაშვილი ნინო, მე ხომ არ ვიცი თქვენ რომელ სოციოლოგიურ ფენას მიეკუთვნებით და არც ის თუ რამდენი წლისა ხართ ,ამიტომაც მხოლოდ თქვენ კომენტარზე დაყრდნობით მოგმართავთ თქვენობით… გაქანებულ სსრკში. 1971 წელს როცა 55ე სკოლის ნულ კლასში წავედი, იაკობ გოგებაშვილის დედაენასთან ერთად, ინგლისურს და რუსულსაც მასწავლიდნენ, მაგრამ ერთმანეთში ყველა ქართულად ვმეტყველებდით… ის რომ სესერეკეს დაშლის შემდეგ დასავლეთმა სათამაშო შესაწირი პაიკის როლი მოგვიჩინა რუსეთზე საპრესინგოდ შეიძლება ყველა ვერ აცნობიერებდეს…ისიც რომ დღეს "დამოუკუდებელი" საქართველოს გლობალიზაციის პირობებში ჩვენს კულტურას, თვიდყოფადობას და სულიერებას ბევრად უფრო დიდი საბრთხე ემუქრება, ვიდრე იმ ავადსახსენებელ სსრკს პირობებში, ახალგაზრდობის უმრავლესობა ამასაც ვერ აცნობიერებს დასწორედ ამიტომააჩემთვის ასეთი ახალგაზრდა გოგოსგან ეს შემართება მისასალმებელი, თუნდაც, რომ არ იყოს ის ბოლომდე დახვეწილი… მეტიჩრობა ძაან გაურკვეველი ფორმაა ქვეყნის პოლიტიკის ასაღწერად.. იმ .ისედაც განწირული სსრკს სწრაფი ჩამოშლა ამერიკის ცეერუმ შიგნიდან მოახერხა ეფექტურად მასინ მიუწვდომელი "ჟუვაჩკების" და ჯინსების უქონლობის კომპლექსის დანერგვით, რის შედეგადაც ჩვენ, ჩინეთისგან განსხვავებით, ელვისებურად მოგვიწია სოციალურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, რამაც დიდი რყევები და საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია… თქვენ თუ მეტიჩრობას ამ კომპლექსებს უწოდებტ,შესაძლოა ნაწილობრივ დაგეთანხმოთ,,, )

  37. თქვენ გგონიათ საზღვრების ჩაკეტვით აშენდება საქართველო? პირიქით, კიდევ უფრო გაღარიბდება და დაკნინდება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და მივეჩვიოთ მსოფლიოსთან თანაცხოვრებას ისე რომ ჩვენი არ დავკარგოთ, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. პოლიტიკა და ეკონომიკა სურვილებით და ოცნებებით არ კეთდება. ცოდნა და შრომა უნდა. თან მსოფლიო ბაზრის კონკურენციას უნდა გავუძლოთ. თუ ვერ შევძლებთ, არ ვყოფილვართ არსებობის ღირსი.

  38. თქვენ გგონიათ საზღვრების ჩაკეტვით აშენდება საქართველო? პირიქით, კიდევ უფრო გაღარიბდება და დაკნინდება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და მივეჩვიოთ მსოფლიოსთან თანაცხოვრებას ისე რომ ჩვენი არ დავკარგოთ, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. პოლიტიკა და ეკონომიკა სურვილებით და ოცნებებით არ კეთდება. ცოდნა და შრომა უნდა. თან მსოფლიო ბაზრის კონკურენციას უნდა გავუძლოთ. თუ ვერ შევძლებთ, არ ვყოფილვართ არსებობის ღირსი.

  39. პრობლემა ჩვენშია და არა უცხოელში… ჩვენ რომ ჩვენ თავს ვუკეთებთ, მტერიც ვერ გაგვიკეთებდა მაგას… სოფელში – გლეხი და ქალაქში- ინტელიგენტი სანთლით საძებნელი გახდა… მოკლედ, სრული ქაოსი გვაქვს მენტალური თუ სოციალური კუთხით…მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დალაგდება.. :) რაც შეეხება აღმაშენებელზე ღამის კლუბებს.. იქ ძალით არავინ მიჰყავთ, გოგონები თვითონ ირჩევენ მაგ გზას… სამწუხაროდ… :(

  40. Georgi Baramidze მაგაში გეთანხმები , გიორგი. საქართველოში, ეხლა ყველა ეროვნების ადამიანი, ჩვენზე პრივილეგირებულია. ეს ჩვენი დამახასიათებელია. ამას არ ეწყინოს, ის არ დაიჩაგროს და სინამდვილეში ჩვენ ვიჩაგრებით და ვჭამთ ერთმანეთს.რომელ ქვეყანაშია ასე. ყველგან პრიორიტეტი ადგილობრივ ხალხს აქვს და მერე სხვას. ჩვენთან პირიქითაა.რატომ არ არის იმდენი ტაძარი თურქეთში, რამდენი მეჩეთიც ჩვენთანაა? თუ ჩვენთან თუ არ მივეცით ნება დაიჩაგრებიან და ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა ვუშებოთ. იქ რა ნაკლები რაოდენობის ქართველია, სარწმუნოება, რომ წაართვეს?ან აზერბაიჯანში, ქართულ სახელს, რომ ვერ დაარქმევ ბავშვს? და ტაძრებს აგვაშენინებებ კი არა, იმასაც გვიშლიან, რომელიც საშენებულია.

  41. იცით რა ქალბატონო მზია, თამთას პოსტიდან ჩანს საქართველოს პოზიციაა სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან გამოსასწორებელი, იქნება ეს რუსი, ამერიკელი, სომეხი, ნიგერიელი თუ 191 სხვა სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლებთან მიმართებაში. ვფიქრობ არაა სწორი მიდგომა თქვენი მხრიდან ევროპისა და დასავლეთის ქვეყნებთან მიმართბაში, არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით ჩვენი ქვეყანა სხვებს გადავაბაროთ სამართავად. თითუელი ქართველი უნდა იყოს ოდნავ მაინც პატრიოტი თავისი ქვეყნისა. უკვე რამდენი ხანია მესმის საზოგადოებაში რომელია კარგი რუსეთი თუ დასავლეთი ფაქტი კი მხოლოდ ერთია მონსტრი რომელი ჩაგიგდებს კლანჩებში შედეგს ერთი და იგივეს მივიღებთ. გეთანხმებით რომ რუსეთი რეალურად არასოდეს ყოფილა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არც დასავლეთისგან არ მახსოვს მე სამწუხაროდ მეგობრობის ხელი(თუ მე არა მუხრან მაჭავარიანს მაინც დაუჯერეთ ,,სულხან საბა" გცოდინებათ). ახლა არ მითხრათ არც თქვენ რომ 2008 წლის სარკოზის ვიზიტი საქართველოში ნიშნავდა რუსებისთვის თითის ქნევას, მემგონი მას უფრო რუსული სიტყვის გადმოცემა ევალებოდა ვიდრე ჩვენი რეალურად გვერდში დგომა. საქმე ისაა რომ ეს ბობოლა სახელმწიფოები მანიპულირებენ ჩვენით. თუ რუსი მასწავლებელი რიგით გიმნაზიელს ქართულად წერის გამო სახაზავს ურტყამდა ეგ ამერიკელმა კარგად იცის რომ გამაღიზიანებლად მოქმედებს და როგორც შხამს ისე შემოგაპარებს წვეთ-წვეთობით და ერთ მსენიერ დღეს აღმოჩნდება რომ ის საქართველო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ სულაც არ ყოფილა ისეთი როგორზეც ვოცნებობდით. არაერთი ქართველი ყოილა უცხოეთსი წარმატებული და არაერთი სკოლა გიმნაზია თუ სამუსიკო სასწავლებელი დაუარსებია მათ შორის თეატრებიც, მაგრამ ისინი ამას არ თვლიან ქართველების დამსახურებაა. ეკლესიბზე რომ საუბრობთ ხახვები დაადგს თავზეო, რა შედეგიც გამოიღო ხედავთ ალბათ, მაგრამ არც იქ იქნება საშველი თუ ეკლესიები და მონასტრები ცარიელი იქნება წირვა-ლოცვისას აი შიში ამისა ნამდვილად მაქვს, რწმენა ეს მაცოცხლებელი ძალაა ადამიანისთვის. დაბინძურება რომ ხდება ადამიანის რწმენისაც და გონებისაც თუ ამჩნევთ მაგას, ზუსტად ეგრეა გათვლილი დღევანდელი პოლიტიკა ვინც მყარად არ დგას თავის თავთან და სუსტია იმას მარტივად იმორჩილებს და რომელ დაკრულზეც გინდა იმაზე აცეკვებ, გინდა ლიზკინკას და გინდა ქანთრის, რუსებზე და ამერიკელებზე კი არა ქვეყანაზეა ფიქრი საჭირო, ზნეობაზე, ადამიანობაზე, პატრიოტიზმზე და ტრადიციებზეც მათ შორის, ზუსტად იმიტოდ გამოვირჩევით ქართველები სხვა ქვეყნებისგან რომ ეს ყველაფერი გვქონდა და გაგვაჩნდა ჩვენი განსაკუთრებული და საკუთარი, თუ ეს ყველაფერი დაიკარგა მაშინ თქვენ ან რიგითი დასავლური კულტურის ნაწილი ხართ ან რუსულის ეს ვისაც როგორ მოუნდება და თავისი სურვილისამებრ.

  42. ბატონო დავით(David Mgaloblihsvili) დავიჯერო ვერ გაიგეთ აქ,რომელ წუხილზეა საუბარი?ცხადია ენების ცოდნა,როგორც არასდროს ისე საჭიროა დღეს,მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საკუთარი ენის დაკნინების საფუძველზე…ნუთუ თანახმა ხართ,საკუთარ ოჯახში,ვიღაც გადამთიელმა,უჯიშო და უისტორიო ტომელმა გასწავლოს, როგორ მოიქცე და რა თქვა?ჩემთვის ამერიკა ისეთივე აგრესორია,როგორც რუსეთი და განსხვავებას თუ პოულობთ,ეგ ტქვენი პრობლემაა…მონობა არანაირი მინდა…..ესაა,რომ გონებრივი მონობოდან ვერ გამოდის ადამიანი,ფიზიკურიდან კი……ჯობია ჯერ ჩვენი საკუთარი ენა ვასწავლოთ თაობებს და მერე ყველა ენა შეიძლება,რატომაც არა???საკუთარ სახლში უფლებებს გვამრთმევენ და უცხოელებს ტავზე გვასმევენ…ევროპის ყველა ქვეყანაში,კანონი ერთნაირად მოქმედებს უცხოელზეც,ადგილობრივზეც და თქვენ წარმოიდგინეთ ტანამდებობის პირებზეც….ამერიკა რატომღაც დასავლეტს არ მოუწოდებს კრიმინალ ხელისუფალთა თავისფლებას და აქ რატომ გაჰკივიან მკვლელებზე პოლიტიკური პატიმრებიო,ამაზე არ დაფიქრებულხართ????პატივის ცემით…..

  43. Georgi Baramidze მაშინ იმ ქართველებზე რა ვთქვათ ევროპა რომ აიკლეს და აგერ მათი წყალობით ვიზალიბერალიზაციას პრობლემები რომ შეექმნა? ეგ ანდაზა ქართველებს არ ეხებათ!? თუ ევროპის ქუდი თავზე არ ეტევათ?

  44. შენ ისეთი ლუკა რაზიკაშვილი ხარ,როგორც მე ბაგრატიონთა შთამომავალი…ამ გვარსახელს მაინც ეცი პატივი და ცოტა ზრდილობას მოუხმე…უკეთესი შენ დაწერე და შენც მოგისმენთ…

  45. ნინო შიოლაშვილი მე მხოლოდ ვამბობ რომ დღეს ენის დაკარგვის უფრო დიდი საშიშროებაა ვიდრე მაშინ, ვინაიდან აქ არსებულ ბევრ პოსტებშიც ნათლად სჩანს ,რომ ბევრს ინგლისურუ ენა უკვე პრიორიტეტადაც მიაჩნია ყოველგვარი დაძალების გარეშეც; და ეს არის სწორედ ხავერდოვანი ოკუპირება ქვეყნის კულტურის და სულიერების… გლობალიზაცია ჩვენს მასთან ასიმილირებას შეუმჩნევლად ახდენს… ბავშვები ტელევიზიის და ინტერნეტის საშუალებით თავიდანვე განიცდიან ფსიქოლოგიურ წნეხს, მთელი კომერციული ინსტიტუტები მუშაობს იმაზე თუ როგორ შეუქმნას მათ ბეჯითი მომხმარებლის ფსიქიკა ათასგვარი რეკლამების ბომბარდირებით, რომ შემდგომ შეიძინონ მათი საქონელი და კარგად შეასრულონ მათი პატარა ჭანჭიკის როლი მათი დიდი კომერციული მანქქანის მუშაობაში… მათ არ ჭირდებათ თვიდმყოფადი კულტურები, რელიგია და ტრადიციები, სამართავადაც და სამომხმარებლოდაც მათ ერთ ყაიდაზე გამოჭრილი უიდენტო მასა სჭირდებათ, ისინი სოციალიზმზე უფრო შორს მიდიან ამ გაგებით, ვინაიდან განვითარებული საბაზრო ეკონომიკას მეორადი ბაზარიც სჭირდება… ამ ოკუპაციასთან იარაღი არ ჭრის, ის დემოკრატიის ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული შემოდის, რაშიც კომერციაა გახვეული და მთავარი ღირებულებაც… აქ მხოლოდ ენა, ტრადიციები და სარწმუნოება თუ დაგვიცავს,,,ხოლო ამასთან შეგუება კი ნიშნავს სულიერების დაკარგვას და თქვენ თუ მორწმუნე ხართ, მაშინ ეს უნდა გაღელვებდეთ,,,

  46. არიადნა აფრასიძე რა პატარაა საქართველო სად არ გადააწყდები ძველ ნაცნობს.
    რა ვუყოთ ამხალხს რამე იდეას ხომ არ გაქვს. თითქმის ას წლიანითანაცხოვრების შემდეგ ზოგს ქართველი ცოლი ყავს ზოგი გათხოვილია აქეთ დაასე შემდეგ.

  47. არიადნა აფრასიძე Ugishos vis edzaxit? me kartveli var da chemi shvilebi da meugle ar arain kartvelebi da me riti vjobivar chems ujisho meugles da shvilebs imit rom kartveli mkvia? Zustad tkvennairi azrovnebis xalxis gamo arasodes ar gadmoval satsxovreblad da ar gavzrdi chems shvilebs iset kvekanashi sadats tkven nairad azrovneb da xalxs ujishoebze da jishinaebze kopen erovnuli tsarmoshobis safudzvelze. Sirtxvili.

  48. არაფერი ხდება ისეთი, რაც არ ხდებოდა საქარათველოში. უცხოელების მომრავლება გიკვირთ? ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ქვეყანაში. იყო დრო, როდესაც თბილისი საუკუნეების განმავლობაში საერთოდ გამოთიშული იყო ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური სფეროდან, არაბული სამყაროს ნაწილად ითვლებოდა და საემირო იყო. ასეული წლების განბმავლობაში ოსმალები დასავლეთ საქართველოს ფაქტიური მმართველები იყვნენ და მათ კანონიერ კუთვნილებად მიაჩნდათ, ხოლო აღმოსავლეთი ირანელების გავლენის ქვეშ იყო. საქართველო არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ამ ქვეყნების სოციალურ, კულტურულ, ზოგადად, ეთნიკურ ზეგავლენას განიცდიდა საკმაოდ დიდი ხანი, მაგრამ ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა გენეტიკურ ქართულზე. ჩვენი კულტურა უფრო შეივსო ამ ხალხის კულტურით, ვიდრე დაკარგა რამე და შედეგად მივიღეთ ის განუმეორებელი, რაც დღეს გაგვაჩნია. ქართულმა ენამ იმდენი სპარსული და თურქული სიტყვა-გამოთქმები შეიძინა, რომ აზრზეც არ ვართ, რომ ფაქტიურად "უცხო" ენაზე ვმეტყველებთ…მაგრამ იმდენად ბუნებრივად შეითვისა და შეირწყა თავის თავში უცხო, რომ თავადვე ვართ აღფრთოვანებული თანამედროვე ლამაზი ქართული ენით!
    ახლა კი იმის შეგვეშინდა, რომ პლეხანოვზე არაბებს და ვიღაცებს ბარები და რესტორნები აქვთ გახსნილი? ვინ გიშლით ნეტა იქ გავლას? ერთი ეგაა, რომ თავზე არ უნდა დაისვა არავინ და გააგებინო ვინაა ნამდვილი "ხაზეინი" და თუ ამის შნო და უკანალი ჩვენ თავად არ გაგვაჩნია, ვლაჩრდებით და ვდედდლდებით, სხვას ნუ დავაბრალებთ. ჩემი აზრით, "ჯიგარი" გვაქვს დაკარგული, ამას ქვეცნობიერად თუ ცნობიერად განვიცდით და თითს ჩვენსავე უსუსურობის გამო სხვებისკენ ვიშვერთ.
    უცხო ენის შესწავლა აუცილებელია, ოღონდ არა ქართულის დაკნინების ხარჯზე და მართალია ეს ბავშვი. მას არსად უთქვამს საერთოდ ნუ ისწავლითო. და თუ გული შესტკივა ისევ პლეხანოვის გამზირზე არსებულ სიტუაციაზე, თუკი იქ ვინმე ჩვენიანის უფლება ირღვევა, შეურაცხყოფას აყენებენ და სხვა, მაშინ უნდა ამოიღო ხმა, დალოცვილი მარჯვენაც მოიხმარო ზოგჯერ და ქვეშაფსიასავით არ უნდა მოერიდო კონგლიქტს იმის შიშით, რომ პოლიცია შენვე დაგსჯის და იმას გაამართლებს. თუ მართალი ხარ, არ გაამართლებს, არც მასეა საქმე. უპირველესად ეს ჩვენ პლეხანოველ ბიჭებს ეხება, რომლებსაც არასდროს არაფერი ეშლებოდათ კაცური ჩემს ახალგაზრდობაში და ახლა დავიჯერო, თავზე ისვამენ ვიღაც ძღინკიან ჩურთებს? არ მჯერა რაღაც ეს, მაგრამ თუკი ასეა, მაშინ ღირსები ვართ რასაც გვიკეთებენ!

  49. გამაგებინეთ, ვინ გართმევთ რამეს? ჯერჯერობით, რუსეთის მეტს, არავის არაფერი წაურთმევია (ვგულისხმობ ევროპა-ამერიკას). მე კარგად ვიცი, ვინ რა სკოლა დააარსა და სად და გეშლებათ, თუ გგონიათ რომ არ აფასებენ. არ აფასებენ ჩვენში და არა ევროპაში. ნახეთ, როგორი გვერდებია გაკეთებული ან ვებ-გვერდებია ეთერ ფაღავაზე, რომლის სკოლაც არსებობს საფრანგეთში, არის ჯაყელის საფორტეპიანო სკოლაც, აგერ, სულ ახლახანს თეა მარიამიძემ პარიზში თავისი პედაგოგის, რუსუდან ხოჯავას სახელობის სტუდია დააარსა, იმ პედაგოგის, რომელიც თბილისის კონსერვატორიიდან გაუშვეს!ან ლექსო თორაძე, რომელმაც ქართველი ნიჭიერი მუსიკოსების, პიანისტების გენოფონდი გადააჩინა ამერიკაში და ა.შ. მიხეილ ტამარაშვილმა „ქართული ეკლესიის ისტორია“ ფრანგულ ენაზე დაწერა და სფრანგეთში გამოსცა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროპაში და ვატიკანის პრემია მიენიჭა (და არა საქართველოს, სხვათა შორის), ასევე გამოსცა „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", რისთვისაც, სავარაუდოდ მოკლეს კიდეც ცნობილია ვინც. აქ ბევრი იმსჯელეს ვთარგმნოთო, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, დღემდე არც უთარგმნიათ. რას მეუბნებით, რომ იქ ვინმკე რამეს გვართმევს _ არაფერს. ისევ ქართველს თუ უნდა გათქვეფა და თავისი წარმომავლობის დამალვა, თორემ არავინ გიშლის შენი წარმოაჩინო, პირიქით. ვინ გითხრათ, რომ ჩვენი საკეთებელის სხვებისათვის გადაბარებას გთავაზობთ? მე გთავაზოთ ვიყოთ ისეთივე გახსნილები, უშიშრები უცხოს მიმართ, როგორებიც ვიყავით ოდითგანვე და არა შიშებითა და ფობიებით შეპყრობლნი. „ჩვენი თავი, რომ ჩვენვე გვეყუდნოდეს“, ამიტომ ცივილურ სამყაროსთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა და არა იმპერიალისტური განდიდების მანიით შეპყრობილ რუსეთთან. რუსეთი დღეს რუსებისთვისაც კი საშიშია, არამცთუ ჩვენთვის. რომელ რუსულ მართლმადიდებლობაზე მელაპარაკებით, ფსბ-ს ქვედანაყოფია რუსეთის ეკლესია, რაზეც რუსულ წყაროებს შეგიძლიათ გაეცნოთ. რუსეთი თუ ოდესმე იქნება ცივილური, დემოკრატიული _ კი ბატონო, მაგრამ მაგის იმედი რუსებსაც აღარ აქვთ! იქნებ ამიხსნათ რა ამერიკულ შხამზე მელაპარაკებით? ბატონებო, ინფორმაცია, რომელიც ზღვად მოედინება მილიონი საინფორმაციო წყაროდან (მით უფრო რუსული ტელეარხებიდან), არ შეიძლება არ გადავამუშავოთ და ისე ვყლაპოთ. ანალიზი სჭირდება ყველაფერს. ვითომ სულხან-საბას (და ბევრ დიდ ქართველს) სიბრძნე არ ჰყოფნიდა რომ ევროპას მიმართა თუ არ უნდოდა საქართველოს დამოიკიდებელი არსებობა და ჩვენზე უარესი ქართველი იყო? საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა, ეს აქსიომაა, სხვაგვარად ვერ დავაღწევთ თავს და ვიშიშვლოთ ახლა ხმალი და ვიყოთ „ბორიაყში“.

  50. ყოჩაღ თათა. საქართველო- ვისთვისაც მარტო ტერიტორია არაა, ასე უნდა შესტკიოდეს გული.
    იცოდეს მისი ისტორია და პატივს სცემდეს მას.რასაც ყვები და არ მოგწონს, ეს 25 წლიანი არაეროვნული ხელისუფლებების მართვის შედეგია….მის მკურნალობაზე ერთად ჩამოვყალიბდეთ, გვინდა თუ არა ვუმკურნალოთ, ჩვენს ''დასნეულებულ'' სამშობლოს…

  51. ჩვენ ჩვენი შესანიშნავი, უმდიდრესი ქართული კულტურის პატრონები ვართ და არც არავინ გვართმევს, თუმცა ეს ქართული კულტურა იმითაა ფასეული და მდიდარი, რომ ვითავისებდით მსოფლიო კულტურულ მონაპოვრებს და ვქმნიდით ახალს. ქართული კულტურა ყოველთვის ღია იყო აღმოსავლური თუ ევროპული კულტურული მონაპოვრებისადმი, ამის დასტურია როგორც ლიტერატურა, ისე მუსიკა, კინო და სხვ. ამ გაშინებთ ამერიკა და ის არ გაშინებთ, მარშრუტი ტაქსის მძღოლებს წინ მარიამის ხატი რომ უკიდიათ, მის თავზე, პატრიარქის ფოტო და ბოლო ხმაზე აკივლებენ „Вот Какая Доля Воровская“-ს?! ეს გვგონია მართლმადიდებლობა და რწმენა, ჩაცუცქული ბიჭ-კაცები გვგონია ქართულ-ქალაქური ფასეულობები, მაპატიეთ და „ჩემი დედა“ _ გვგონია კაცობა, უშვერი ლანძღვა-გინება ვაჟკაცობა, წყევლა-კრულვა _ რწმენის დაცვა, საქართველოს დამაქცევარი ქვეყანა _ ძმა და ერთმორწმუნე და ა.შ.. და ა.შ. (ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ნიშანდობლივი მახასიათებლებია). ყოვლად უხამსი და უმდაბლესი დონის, 3 მარტივ აკორდზე აგებული რუსული სიმღერებით რომ არიან მოხიბლულნი ჩვენი შვილები, „ხასანბეგურასა“ და „ჩაკრულოს“ პატრონები, ის არ გაშინებთ? არა მგონია ამას გვკარნახობდეს ან ამერიკა, ან ევროპა. მერწმუნეთ, შიში საშინელი რამაა, დაგვღუპავს.

  52. ჭკვიანი გოგო ხარ თამთა და რაც მთავარია, სწორად აზროვნებ. იმედია, მალე შენი თაობის ახალგაზრდებიც ისწავლიან სწორად აზროვნებას…

  53. Georgi Baramidze ბავშვები რომ არ მოექცნენ ამ წნეხის ქვეშ ოჯახმა უნდა შეასრულოს დიდი როლი….ინტერნეტში ბევრი კარგი და საინტერესო მასალაცაა…ისე რა კომერცია და პროდუქტზე ლაპარაკობთ ეკონომისტი ხომ არ ხართ შემთხვევით….არც სულიერად გვარდებით

  54. გიორგი თავართქილაძე თქვენ საქართველოს ახალ ისტორიას წერთ? ყივჩაღები არსად არ წასულან. ისინი გაქართველდნენ და მეფისა და სახელმწიფოს ერთგულები დარჩნენ. ამის მაგალითია ''ნაყივჩაღარი'' ყუბასარი, რომელიც გიორგი მესამის კარზე ამირსპასალარი [თავდაცვის მინისტრი] იყო. დავითმა არა მარტო ყივჩაღები, არამედ სომხებიც ჩამოასახლა და ქ. გორში დაასახლა ვაჭრობისა და ხელოსნობის გასავითარებლად. ეს რომ მიშას გაეკეთებინა, წარმომიდგენია რა ამბავს ატეხავდა ოპოზიცია.

  55. ნიკოლოზ ქარდავა სტალინისტები კი არა გულით და სულით ქართველები, სტალინისტი რა შუაშია?ისე ეს გოგო მილიონჯერ მირჩევნია პიდარასტების და მეტრაკეების დამცველებს, სტალინისტი კი არა ვინც უნდა იყოს

  56. ყოჩაღ , მართალი ხარ ! რას ბურდღუნობს ჩვენი პრეზიდენტი ინგლისურად, ის პირველ რიგში ქართული ენის და ერის პატრიოტი უნდა იყოს!!!

  57. Darejan Qoridze ლუკა რაზიკაშვილის ვაჟი იმ ხალხმა დახვრიტა ვისაც ამ პოსტის ავტორი თათა მურაჩაშვილი ეთაყვანება და შესაძლოა მათზე ლოცულობს კიდეც. ასე რომ მოდი ყველამ თავის თავს მიხედოს და რადგანაც აგინა ესეიგი მიზეზიც ქონდა.

  58. imitom rom rcmenaze arafers vlaparakobt,adamiani rcmenas-gvtis shishs ro dakargavs mere ukve misgan yvelaferia mosalodneli.sadgaa qartveli da saqartvelo,ras gvanan chveni momavali taoba,xmas amoigeb da chamorchenili ,glexi da cina saukunisa xar da ver xvdebian ro xelidan gvertmeva chveni momavali taoba da jojoxetisaken miaqaneba…am amerikis cqerit da mibazvit.ki batono iscavlon magram jer gmertis gza vascavlot misi shishi chavunergot torem yvela ugmerto nascavlma qveyana dagupa…

  59. Mamuka Megrelidze მე ერთმანეთს არ ვუდარებ სტალინისტს და პიდარასტის დამცველს, მაგრამ ეს გოგო აფანატებს იმათ ვინც ვაჟას ვაჟი მოუკლა ვინც მოკლა პაოლო იაშვილი ტიციანი ახმეტელი ჯავახიშვილი ვისაც ბერიას შიშით, ჯავრით თუ უბრალოდ მეგრელთა სიძულვილით მთელი სამეგრელოს აყრა და ციმბირში გადასახლება სურდა თქვენი არ ვიცი, მაგრამ ასეთი ადამიანი ჩემზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მის აზრს უბრალოდ არად ვაგდებ.

  60. ებრაული წყევლაა: შენი არ იცოდე – სხვისი არ გესმოდესო! ჭკვიან კაცს ყველას უნდა მოუსმინო, სულელი კი ქართველიც არ გინდა.
    ისე, რაღაც ვერ გავიგე – რა უფლებებს გართმევენ და ვის გასვავენ თავზე?

  61. karg mtqmels -kargi gamgone schirdeba-tatia gaixare shvilo roca aset statiebs vawydebi saitze-imedi michndeba -saqartveloshi gvyavs axalgazrdebi-patriotuli sulis mqone-isini gadaarchenen saqartvelos-ise zog komentaris avtors vurchevdi dakvirvebit waekitxa-ra awuxebs qartvel gogonas-ucxoenebis swavlis winaagmdegi aravinaa-magram chveni bednieri xvedria gvtismshoblis qveyanashi cxovreba da uflis enaze saubari -ara mgonia qartvelma sxva ena daayenos qartuli enis win-qartvelebis humanurobam da liberalizaciam migviyvana im shedegamde-rom afxazeti da samachablo davkarget,me es sakutar tavze viwvnie-afxazetshi-afxazebi ufro privligirebuli iyvnen vidre qartvelebi-swored rom qartvelebi pasportshi afxazi erovnebas iwerdnen rom privligiebit esargeblat-sapasuxod ra miviget-?-nacionalisti ara var-magram tu sxva erovnebis xalxs gulshi vixutebt-matac xom unda sheafason chveni tbili damokidebuleba [es yvelas rodi exeba] magram afxazetis da osetis magalitic sakmarisia -isini qartvelebis gverdshi rom damdgariyvnen rusi ver mogvereoda-gana saqartvelo mati samshoblo ar aris?–rac sheexeba sazgvrebis chaketvas-aravin emxroba,magram unda iyos ragac kriteriumebi gatvaliswinebuli-tundac is rom-atasobit devnil igvyavs usaxlkarod-am dros chamosuli ucxoelebi qartul miwebs iregistrireben da ak mkvidrdebian.chveni qveyana gamouyenebeli simdidritaa savse da chamosuli ucxoeli-kargad xedavs amas.arasdros davfiqrebulvart imaze-ratom xdebian emigrantebi da ramdeni damcirebis atana uwevt chvens tanamemamuleebs ik, ucxoelebi chventan chamodian da ak cdiloben damkvidrebas-xom ar aris am shemtxvevashic mati privligireba qartvelebisgan gansxvavebit-arcerti siyva ar uweria tatias sicrue-droa gamovfxizldet da ertmanettan qishpobit da landzgva ginebit nu vtesavt sidzulvils- gavertianndet da ertmanetis gverdit davdget,gamofxizldit qartvelebo-torem shedegi cudi ikneba-mere ki-gviani ikneba titze kbenani,

  62. მე არ ვიძახი რო სტალინი წმინდანი იყო, პირიქით იყო დიქტატორი მაგრამ, შეძლო და გააერთიანა 15 რესპუბლიკა, სხვადასხვა კულტურის თუ აღმსარებლობის ხალხი და შექმნა უდიდესი და უძლიერესი იმპერია, რუსეთი ამოიყვანა ჭაობიდან და დატოვა ზესახელმწიფო, ამას უბრალო ადამიანი ვერ გააკეთებდა, სხვაგვარად იმპერიები არ იქმნება, ვერ დამისახელებთ მსოფლიო ისტორიიდან ვერცერთ მმართველს რომელიც იყო ძლიერი და არ იყო დიქტატორი, ის იყო ბოროტი გენია თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, ბევრ ადამიანს მოწონს და ბევრს ეჯავრება მაგრამ, უდიდესი პიროვნება რომ იყო, ამაზე მეტყველებს ისიც რომ, დღემდე მკვდარ სტალინს ებრძვიან და მაინც ვერ ამარცხებენ, ხალხის დიდ ნაწილში კიდევ არის მისდამი სიყვარული და პატივისცემა

დატოვეთ კომენტარი