მთავარი რეგიონი შუახევში მეწყერმა 400-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა

შუახევში მეწყერმა 400-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა

0 612

შუახევის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი უხვი ნალექის შედეგად განვითარებულმა მეწყერმა გარესამყაროს მოწყვიტა. უჩამბის უბნის სოფლების ცინარეთის, წაბლანას, მოფრინეთისა და ლაკლაკეთის 400-მდე ოჯახი ცენტრთან კონტაქტს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემოვლითი გზით დაუკავშირდება. სოფლებს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

როგორცს შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ განაცხადა, რამდენიმე სახლის ეზო დაიმეწყრა, რის გამოც 10 ოჯახი მუნიციპალიტეტმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

“ადიდებულმა მდინარე ტბეთისწყალმა წაიღო კაპიტალური ხიდი, დააზიანა გზა, გარესამყაროს მოწყვიტა ოთხი სოფლის მოსახლეობა. აუცილებლობის შემთხვევაში სამაშველო და გამგეობის შტაბი შემოვლითი გზით ტრანსპორტირებას განახორციელებს. მოსახლეობას ელექტროენერგიაც არ მიეწოდება. ჩვენ მობილიზებული ვართ და დილიდან დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. 10 ოჯახი გავიყვანეთ უსაფრთხო ადგილზე, მეწყერმა დააზიანა დამხმარე ნაგებობები და გაანადგურა ნათესები. გეოლოგების დასკვნის შემდეგ მოსახლეობას დავეხმარებით შეძლებისდაგვარად”, – აღნიშნა ტარიელ ებრალიძემ.

მეწყერმა ფუტკარაძეების საკალმახე მეურნეობა გაანადგურა. შუახევის

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი