მთავარი საზოგადოება შპს „კრედომ“ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეასრულა

შპს „კრედომ“ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეასრულა

2016 წლის 20 ივნისს სახალხო დამცველს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოდან“ წერილობით შეატყობინეს, რომ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, განმცხადებელი აღადგინეს სამსახურში და გაუფორმეს უვადო შრომითი ხელშეკრულება განვადების ოფიცრის პოზიციაზე, რომლის შესრულებასაც ა.ა. დეკრეტული შვებულების გასვლის შემდეგ შეუდგება. ასევე, განმცხადებელს სრულად აუნაზღაურდა მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები და განაცდური ხელფასი. ამასთან, შპს „კრედოს“ დირექტორის ბრძანების საფუძველზე, გაუქმდა განმცხადებლისთვის წერილობით გამოცხადებული გაფრთხილება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი