მთავარი ტურიზმი ყაზახი ჟურნალისტების მედიატური რეგიონში

ყაზახი ჟურნალისტების მედიატური რეგიონში

0 550

რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მორიგ მედია ტურს მასპინძლობს. ტურის ფარგლებში რეგიონს ყაზახეთის წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები სტუმრობენ. ჟურნალისტებისთვის დეპარტამენტში რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა. სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნობიან, დაათვალიერებენ ბათუმის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, დელფინარიუმსა და მაღალმთიან აჭარას. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყაზახეთიდან დამატებით კიდევ ერთ პრეს ტურს გაუწევს ორგანიზებას.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყაზახეთში პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს 2013 წლიდან აწარმოებს. მზარდია რეგიონში ყაზახი ტურისტების რაოდენობა, რაც როგორც დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პიარ კამპანიების, ასევე კერძო სექტორის ინიციატივებისა და ახალი ფრენების დამსახურებაა. მიმდინარე წელს, ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით ორი ახალი ავიაკომპანია „ Skybus” და “Scat” ანხორციელებს ფრენებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი