მთავარი რეგიონი სროლა ისმოდა გუშინ საღამოს სოფელ მეჯვრისხევის ტაძართან

სროლა ისმოდა გუშინ საღამოს სოფელ მეჯვრისხევის ტაძართან

0 510

სროლა ისმოდა გუშინ საღამოს სოფელ მეჯვრისხევის ტაძართან. რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ეკლესიიდან ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს.

გუშინ საღამოს სოფელში ლომისობას აღნიშნავდნენ. ადგილობრივების თქმით, ვიტალი ჯოჯიშვილი ეკლესიაში მარტო წავიდა. ცოტა ხანში კი რამდენიმე მწყემსმა 6-7 გასროლის ხმა გაიგო. ტაძარში მისულებს მათ ადგილზე აღარავინ დახვდა.

არც ეკლესიაში და არც მის გარშემო არ უპოვიათ არც სისხლის კვალი. ვიტალი ჯოჯიშვილის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. გატაცების შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც პოლიციას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი