მთავარი ტექნოლოგიები სომხების მძლავრი სმარტფონი- Armphone

სომხების მძლავრი სმარტფონი- Armphone

ისტორიაში პირველი სომხური სმარტფონი 6 ივნისს უკვე გასაყიდად გავიდა. ამ ნაბიჯით, სომხეთი ცდილობს დაიკმაყოფილოს ამბიცია, რომ გახდეს მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი სამხრეთ კავკასიაში. Armphone-ი სენსორული, Android-ზე მომუშავე სმარტფონია. მისი დებიუტით, სომხეთი რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც სმარტფონების წარმოების ინდუსტრიაში ჩაერთო. მწარმოებელი სომხურ-ამერიკული საწარმო Technology & Science Dynamics-ია (TSD), რომელმაც ასევე შექმნა Android ტაბლეტი Armpad-ი.one news report-ის ცნობით, Armphone-ი 5,1 ინჩიანი, full HD ეკრანის მქონე სმარტფონია; ფასი $100-$300 შორის მერყეობს და დამოკიდებულია მახასიათებლებზე.

მძლავრი ტელეფონის მახასიათებლები:

Android ვერსია 5.1.1
Full HD ეკრანი გაფართოებით 1920×1800
3GB რამი
ტელეფონის მეხსიერება 32GB,თუმცა შესაძლებელია მეხსიერების ბარათის ჩადებაც.
კამერის მოდელი: TSD Octa A0520P,რომელიც 13მეგაპიქსელია. წინა კამერა კი 8მეგაპიქსელია.
სმარტფონი ორ კარტიანია, მხარდაჯერით 4G და აქვს თითის ანაბეჭდის ფუნქციაც.

ტელეფონის განხილვის ვიდეო ვერსია.

BWcMKVPFerg

armphone

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი