მთავარი უბედური შემთხვევა საჰარის უდაბნოში 34 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის 20 ბავშვია

საჰარის უდაბნოში 34 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის 20 ბავშვია

საჰარის უდაბნოში, 34 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ იფნორმაციას Reuters ავრცელებს.

მედია საშუალების იფნრომაციით, გარდაცვლილთაგან 20 ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გამცილებელმა, რომელსაც მიგრანტები ჩრდილოეთით  უნდა გადაეყვანა, ისინი მიატოვა. სავარაუდოდ, 5 მამაკაცი, 9 ქალი და 20 ბავშვი 6-იდან 12 ივნისამდე პერიოდში დაიღუპა.

როგორც Reuters წერს, მიგრანტები საჰარის გავლით ლიბიაში, იქიდან კი ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი