მთავარი სამხედრო საქართველო მზად არის, შავ ზღვაზე ნატო-ს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს

საქართველო მზად არის, შავ ზღვაზე ნატო-ს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს

0 530

საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური ცვლილებების“ ფარგლებში რესტორან ”ფუნიკულიორში” ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომლის მონაწილეებსაც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სიტყვით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინა ხიდაშელმა ვარშავის სამიტის შესახებ, აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს პოლიტიკაზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

„სხვადასხვა შესაძლებლობებთან ერთად, ვარშავის სამიტი ყველა ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაცაა. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ჩვენი კომუნიკაციის სტრატეგია და რამდენად წარმატებული იქნება ის სამიტის მიმდინარეობის დროს და მის შემდეგ. ევროკავშირში მიმდინარე ძვრების მიუხედავად, ალიანსი კვლავ მტკიცედ ინარჩუნებს ინტეგრაციის პოლიტიკას. აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს გაძლიერება და ალიანსში მონტენეგროს მიღება ჩვენს განვითარებასა და წარმატებაზე დადებით გავლენას მოახდენს. მონტენეგროს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია კარის პოლიტიკა მუშაობს და ის ეფექტურია. შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერებას საქართველო შესაძლებლობად აღიქვამს. საქართველო მზად არის ნატო-ს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს შავ ზღვაზე, რადგან ჩვენც ამ რეგიონის ნაწილი ვართ. ბრიუსელში და ალიანსის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მკაფიოდ გვითქვამს, რომ თუ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაშინ არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოს გარეშე. როდესაც შავ ზღვაზე ბალანსის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუმინეთი და ბულგარეთი არ წარმოადგენენ სამიზნეებს. ამ რეგიონში მთავარი სამიზნეები საქართველო და უკრაინა არიან,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი