მთავარი პოლიტიკა საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი იგეგმება

საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი იგეგმება

0 716

საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტი იგეგმება. თინა ხიდაშელის ფრანგი კოლეგა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთის ჩამოყალიბდა.

საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე ვარშავის სამიტის მოლოდინები და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

 თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჟან-ივ ლე დრიანმა თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან ფაზაშია შესული და საფრანგეთი საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარებისა და ავიაციის დარგში აქტიურად ეხმარება.

„ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე, იმ თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებზე, რომლის განვითარებაში და პროგრესის მიღწევაში საფრანგეთის სახელმწიფო ჩვენ გვერდით დგას და გვეხმარება. იმედია, 2017 წლიდან, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ხიდაშელის განცხადებით, საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც იგეგმება.

ჟან-ივ ლე დრიანი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, სწორედ, ფრანგული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

ოფიციალურ შეხვედრამდე, თინათინ ხიდაშელი ფრანგმა კოლეგამ თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში მიღებაზე მიიწვია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი