მთავარი უცხოეთის ამბები საფრანგეთის პოლიციამ პროფკავშირებს დემონსტრაციის გამართვა აუკრძალა

საფრანგეთის პოლიციამ პროფკავშირებს დემონსტრაციის გამართვა აუკრძალა

საფრანგეთის პოლიციამ პროფკავშირებს დემონსტრაციის გამართვა აუკრძალა. როგორც „ფრანს პრესი“ იტყობინება, საპროტესტო აქცია ხვალ, შრომითი კანონმდებლობის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო.
საფრანგეთის პროფკავშირებმა ბოლო დემონსტრაცია 14 ივნისს ჩაატარეს, რა დროსაც არეულობა მოხდა. მაშინ სამართალდამცველებთან დაპირისპირების შედეგად დაშავდა 40-მდე ადამიანი, მათ შორის 29 პოლიციელი.
მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პროფკავშირებს თხოვნით მიმართა, ხელი არ შეუშალონ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი