მთავარი საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს “რუსთავი 2″-ის სარჩელის განხილვა გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს “რუსთავი 2″-ის სარჩელის განხილვა გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს “რუსთავი 2″-ის სარჩელის განხილვა გაგრძელდება. მხარეები პლენუმს დასკვნითი სიტყვებით მიმართავენ, ამის შემდეგ სასამართლო ამ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უკვე მეორედ გავა.

“რუსთავი 2″ საკონსტიტუციო სარჩელით სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებს ასაჩივრებს, რომელიც ამორალური გარიგების შემთხვევაში, შეთანხმებას აუქმებს. სწორედ ამ ნორმის საფუძველზე დაობს ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2″-ის ამჟამინდელ მფლობელებთან.

დღეს ამ სარჩელების განხილვის დასრულებისა და პლენუმის სათათბიროდ გასვლის შემდეგ, პლენუმი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და “რუსთავი 2″-ის კიდევ ერთი სარჩელის განხილვას დაიწყებს, რომლის შუამდგომლობითაც ასევე მოსამართლე მერაბ ტურავამ მიმართა პლენუმს.

სარჩელი სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლოდ გამდიდრებისა და ხანდაზმულობის ვადების მუხლებს და მის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას შეეხება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი