მთავარი საერთო საგარეო უწყება სტამბოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საგარეო უწყება სტამბოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

0 596

ქ. სტამბოლში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასვე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00 და საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაბზონში (+90 541) 326-22-26; ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე – (+995 32) 294 50 50; 24 საათის განმავლობაში – (+995) 577 98 40 20;
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაციით თურქული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს, თუმცა მონაცემები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. სტამბოლში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა თურქეთის შესაბამის სამსახურებთან, შემოდის უწყვეტი ზარები საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე, სადაც საკონსულოს წარმომადგენელები ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს.
ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით გადაყვანილია ქ. სტამბოლის სასტუმროებში, ამათგან დაახლოებით 60 მგზავრს საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს სასტუმროს ხარჯებს. მგზავრთა მცირე ნაწილმა გადაწყვიტა აღარ დალოდებოდა ავიარეისების აღდგენას თბილისის მიმართულებით და გადაწყვიტა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამომგზავრება, რაშიც საკონსულომ ასევე აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება. თურქული მხარის ინფორმაციით დღეს თურქეთის დროით 17:00 სთ-დან ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში აღდგება ფრენები. ამ დროისთვის ავიაკომპანიები ახორციელებენ მგზავრებისთვის ბილეთების გადაცვლის პროცედურებს.​

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი