მთავარი მსოფლიო რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის დელეგაციებმა ჟენევაში ჰუმანიტარულ საკითხებზე...

რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის დელეგაციებმა ჟენევაში ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სხდომა დატოვეს

0 519

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის შესახებ ჟენევის დისკუსიების 36-ე რაუნდი მწვავე იყო, თუმცა – დაშვებულ საზღვრებში. ამის შესახებ რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” იტყობინება.

კარასინის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხში პროგრესის მიღწევა შეძლეს.

“შეხვედრა დაძაბულად და მწვავედ, თუმცა დაშავებულ საზღვრებში წარიმართა. მოლაპრაკებების შედეგად ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხზე წინ ნაბიჯის გადადგმა გახდა შესაძლებელი”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მონაწილეებმა “სასაზღვრო ზონებში შექმნილ რეალურ ვითარებასთან დაკავშირებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეძლეს”. მისი თქმით, “სასაზღვრო რაიონებში ვითარება სტაბილურია, გარდა აფხაზეთის საზღვართან საქართველოს მოქალაქის მვლელობის ინციდენტისა”.

რუსეთის საგარეო უწყების წარმოამდგენელმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ჟენევის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 19 მაისს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, თუმცა აფხაზეთის წარმომადგენელმა „მათი რესუბლიკის მოქალაქეებისა და შეიარაღებული ძალების წარმოამდგენლების ქართველების მიერ მოკვლის 20 მაგალითი დაუსახელეს“.

კარასინის თქმით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთბლივი მექანიზმის ფარგლებში განიხილება, რომლის მორიგი სხდომა 6 ივლისს გაიმართება.

„ჟენევის შეხვედრის ატმოსფერო გააერთულა 7 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ საქართველოს რეზოლუციის დამტკიცებამ“,-აღნიშნა კარასინმა.

„რია ნოვისტის“ ცნობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თბილისმა უნდა აარჩიოს დისკუსიების ფორმატი – გაერო-ში ან ჟენევაში. აღნიშნულის გამო, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სხდომა დატოვეს. მათ რუსეთის დელეგაციაც შეუერთდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი