მთავარი ტექნოლოგიები რას გვთავაზობს ახალი Xbox One S

რას გვთავაზობს ახალი Xbox One S

კონფერენცია Electronic Entertainment გვაოცებს და გვაოცებს. გუშინ Microsoft-მა გაუმჯობესებული Xbox One S გვიჩვენა. თავის დიდ ძმასთან შედარებით გაუმჯობესებული კონსოლი 50% პატარაა.

მასში ჩაშენებულია ბატარეა. Xbox One S-ს შეუძლია ვიდეო 4K-ში აჩვენოს და ასევე აქვს HDR (High Dynamic Range) გამოყენების ფუნქცია.ანუ ფერები უფრო გაუმჯობესებული იქნება. Gear of War 4 იქნება პირველი თამაში,რომელიც ამ ფუნქციებს გვიჩვენებს.შიდა მეხსიერება მერყეობს 500GB დან 2 TB-მდე. გაუმჯობესებულია კონსოლის კონტროლერი. წინამორბედისაგან ვიზუალრუად დიდად არ განსხვავდება. უბრალოდ ხელში უფრო კარგად ზის,აქვს Bluetooth მხარდაჭერა და შესაძელებია ფერების ცვლა. ამ კონტროლერით შეგიძლიათ Window 10-ში თამაშებიც კი ითამაშოთ. როგორც შექმნელებმა განაცხადეს თამაშების უმეტესობა იქნება ინტეგრირებული როგორც კონსოლზე ასევე Windows 10-ზე. ანუ თუ თქვათ იყიდეთ თამაში Xbox One S-ისთვის იგი ავტომატურად Windows 10-ზეც მუშაობს. კონსოლი 2TB-ით აგვისტოში იქნება ხელმისაწვდომი. იგი ეღირება 400$. 1TB ეღირება 350$ და 500GB კი 299$. ასევე კონფერენციაზე Microsoft-მა ისაუბრო ახალ Xbox One : Project-ზე,რომელიც იქნება სულ ახალი კონსოლი. მას ექნება 4k მხარდაჭერა, 6 TFLOPS და მძლავრი ვიდეო დაფა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი