მთავარი უცხოეთის ამბები პუტინი არასდროს გაძღება, მას ახალი რეგიონებისა და ქვეყნების დაპყრობა სურს

პუტინი არასდროს გაძღება, მას ახალი რეგიონებისა და ქვეყნების დაპყრობა სურს

პუტინი არასდროს გაძღება, მას ახალი რეგიონებისა და ქვეყნების დაპყრობა სურს, – ასეთი განცხადება უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ გერმანულ გამოცემა „ბილდ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი მოსაზრებით, რუსეთის პრეზიდენტზე ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მოხდენაა საჭირო. „ვცოფდები იმის გამო, რომ უკრაინაში ჯარისკაცები იღუპებიან, გერმანია კი ამ დროს სანქციების შემსუბუქებაზე მსჯელობს“, – განაცხადა სავჩენკომ. მისი თქმით, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გააძლიეროს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი