მთავარი უბედური შემთხვევა ორი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული – ძლიერი ხანძარი საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე

ორი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული – ძლიერი ხანძარი საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიის მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ორი ახალგაზრდის სიცოცოხლე ემსხვერპლა, მესამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. იგი სხეულის 35-პროცენტიანი დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „შენი მედია გუნდს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოშიც დაუდასტურეს. მათი ცნობით, ცეცხლი სამზარეულოს გაუჩნდა, შედეგად 30 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
 გარდაცვლილები დაახლოებით 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ხანძარი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით შუადღის 16:00 საათისთვის მოხდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა, თუმცა ორი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი