მთავარი საზოგადოება “მოხდა სრულიად ცინიკური რამ, ვზივარ დაკითხვაზე, ეს მომხმარებელი კი ისევ ავრცელებს პირადი...

“მოხდა სრულიად ცინიკური რამ, ვზივარ დაკითხვაზე, ეს მომხმარებელი კი ისევ ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს”

ჟურნალისტი ელისო კილაძე მთავარი პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობებიდან გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობს.

ამის შესახებ განცხადება კილაძემ მთავარ პროკურატურაში მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორის თქმით, მოხდა ცინიკური ფაქტი, რადგან მაშინ, როდესაც მთავარ პროკურატურაში მისი დაკითხვა მიმდინარეობდა, მის გვერდზე კიდევ ერთხელ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.

“მოხდა სრულიად ცინიკური რამ, ვზივარ დაკითხვაზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საგამოძიებო მოქმედების პერიოდში ადამიანები, ეს facebook მომხმარებელი ისევ ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, აკეთებს კომენტარებს ჩემს სხვადასხვა სტატუსებზე. ყველამ, ჩვენ ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ სამი რამ – პირველი, თანამდებობები დატოვონ გომელაურმა და გოგაშვილმა, მისმა მოადგილემ, შს მინისტრი საერთოდ გვყავს თუ არა, საკითხავია და საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ფარული ვიდეო კადრების ახალი ინტერნეტ მისამართები უცნობმა პირებმა სოციალური ქსელით “ქრონიკა პლუსის” რედაქტორს ელისო კილაძეს გაუგზავნეს. ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ პროკურატურას შეატყობინა, რის გამოც ის საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს. კილაძე მთავარ პროკურატურაში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი