მთავარი ტურიზმი მოსკოვში რედაქტორებისთვის კულინარიული მასტერკლასი ჩატარდა

მოსკოვში რედაქტორებისთვის კულინარიული მასტერკლასი ჩატარდა

0 444

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს პიარ კამპანიებს რუსეთის ფედერაციაში. ამჯამად, დეპარტამენტმა მოსკოვში კულინარიულ მასტერკლასს გაუწია ორგანიზება, რომელსაც რუსეთში მოღვაწე კულინარიული ონლაინ და ბეჭდური გამოცემების რედაქტორები ესწრებოდნენ. მასტერკლასების დაწყებამდე მათ აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ, რომლის დროსაც განსაკუთრებული აქცენტი ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე გაკეთდა. მასტერკლასისას ჟურნალისტებმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული კერძების გარდა მათ საშუალება ჰქონდათ Culinarium-ში წარმოდგენილი სხვა ქართული კერძებიც დაეგემოვნებინათ.

„ჩვენი მიზანი იყო მოსკოვში ყველაზე გავლენიანი კულინარიული ბეჭდური გამოცემებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი მრავალფეროვანი სამზარეულოს შესახებ. გაგვეცნო მათთვის ჩვენი ტურისტული და გასტრონომიული პოტენციალი. კულინარიულმა მასტერკლასმა გვიჩვენა, რომ მსგავსი სახის ღონისძიებებს მედიაში დიდი გამოხმაურება აქვს. ის ათობით სტატია, რომლებიც ჩვენთან წარმოდგენილმა გამოცემებმა ქართულ სამზარეულოს მიუძღვნეს საბოლოო ჯამში ჩვენი პოტენციური ტურისტების გადაწყვეტილებებზე აისახება და თავიანთ არჩევანს ისინი აჭარაზე გააკეთებენ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა თამარ მგელაძემ.

კულინარიული მასტერკლასის გარდა ჟურნალისტებისთვის პრესლანჩიც გაიმართა, რომელსაც 20-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა ისეთი ტელე-არხებიდან და მედია გამოცემებიდან, როგორებიცაა National Geograpic, Travel Ru, Interfax tourism, Travelfax.ru და TravelWeekly. Ru. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში პიარ კამპანიების წარმოება მიმდინარე წელს დაიწყო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი