მთავარი პოლიტიკა “მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ დღის წესრიგში კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს საკითხი”

“მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ დღის წესრიგში კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს საკითხი”

0 566

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ქვეყნის პირველი პირის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას აფასებს და იმ თემებზე საუბრობს, რაზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებზე გაამახვილებს ყურადღებას.

“დღეს, როდესაც ევროპა გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმი, ამ დროს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ დღის წესრიგში უფრო მეტად გააქტიურდეს საქართველოს საკითხი.

ცხადია, შეხვედრებზე კანცლერთან, პრეზიდენტთან და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მჭიდრო ინტეგრაციაზე ევროპაში, ამ კუთხით ევროპის კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერის მოპოვებაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ამ თვალსაზრისით გერმანიის მხარდაჭრის მნიშვნელობაზე და ამავდორულად მოახლოებულ ნატოს სამიტზე ვარშავაში, სადაც ამავე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მხარდაჭერას და საქართველოს როლის ხაზგასმას ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი