მთავარი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი კაბინეტიდან კარავში გადადის

მიხეილ სააკაშვილი კაბინეტიდან კარავში გადადის

0 716

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სამუშაო კაბინეტიდან კარავში გადაინაცვლა და ყველა შეხვედრებსა და მიღებას  იქ გამართავს.

ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა სოციალურ ქსელში დაწერა. მიხეილ სააკაშვილი ოდესა-რენის გზის მშენებლობისთვის გამოყოფილ არასაკმარის თანხებს აპროტესტებს.

“მომავალ კვირას ჩემი ოფისი გადავა კარავში ოდესა-რენის ტრასაზე.  ყველა სამუშაო შეხვედრებს და მიღებას, გამონაკლისის გარეშე, მხოლოდ კარავში გავმართავ და კარავს არ დავტოვებ მანამდე, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი სამუშაოების 100% -იანი დაფინანსება. საკმარისია ადამიანების დაცინვა”, – ამბობს  სააკაშვილი.

მანვე  აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 7 ივნისს  პრემიერ-მინისტრს  შეხვდება.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი