მთავარი პოლიტიკა კვირიკაშვილი ქუმსიშვილის პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე განმარტებას აკეთებს

კვირიკაშვილი ქუმსიშვილის პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე განმარტებას აკეთებს

0 759

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილის პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ის და კახი კალაძე საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნებიან ჩართულები და ეკონომიკურ გუნდს ძალიან კარგი კოორდინაცია სჭირდება.
„ეს იმით არის გამოწვეული, რომ მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია, აქედან გამომდინარე, არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არის უადგილო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი