მთავარი პოლიტიკა კახი კალაძე – ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი დედაქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდების წნევასთან დაკავშირებულ...

კახი კალაძე – ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი დედაქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდების წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოხსნის

0 615

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დედაქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდების წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოხსნის.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ზამთარში ბუნებრივი აირის მოხმარების გაზრდასთან ერთად, გაზის წნევის ვარდნაც შესამჩნევი იყო, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებასაც იწვევდა.

„ამ პროექტის განხორციელებით, პრობლემა მოიხსნება. ბუნებრივ აირზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, დედაქალაქში მოსახლეობის რაოდენობაც იმატებს და შესაბამისად, ეს პროექტი, რომელიც სექტემბერში უნდა დასრულდეს, ითვალისწინებს რვა კილომეტრიანი ახალი მილსადენისა და ორი გაზგამანაწილებელი სადგურის მშენებლობას. ეს მთლიანად მოხსნის ამ პრობლემას”, – განაცხადა კახი კალაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი