მთავარი პოლიტიკა ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებაზე პრეზიდენტი სწორ...

ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებაზე პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

0 468

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ მათი შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელსაც პრეზიდენტს წარუდგენენ.

ამასთან, როგორც ალასანიამ სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, აქცია სწორედ იმიტომ იმართება, რომ სასამართლო მურუსიძის მსგავსი მოსამართლეების ხელში არ დარჩეს.

„სამოქალაქო აქტივობა იქნება გადამწყვეტი, რათა მივაღწიოთ დამოუკიდებელ სასამართლოს. მინდა, შევახსენო ყველას, რომ არც ერთ ქვეყანაში სასამართლო თავისით არ გამხდარა დამოუკიდებელი, ხალხის მოთხოვნისა და ხალხის აქტიურობის გარეშე. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ უკვე ფართომასშტაბიან ხელმოწერებს, რომელსაც წარვუდგენთ პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სწორ მომენტში, როდესაც მას ექნება სამართლებრივი საფუძვლები, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი