მთავარი სტიქია თერგის დონემ არ დაიწია და წამში 150-დან 170-მდე მეტრ კუბი სიჩქარით მოედინება

თერგის დონემ არ დაიწია და წამში 150-დან 170-მდე მეტრ კუბი სიჩქარით მოედინება

0 605

დარიალის ხეობაში სტიქიის შემდეგ, ვითარება კვლავ რთულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აცხადებს, თერგის დონე არ იწევს, რაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს აფერხებს.

„თერგის დონემ არ დაიწია, პირიქით, მომატებულია. წამში, დაახლოებით 150-დან 170-მდე მეტრ კუბი სიჩქარით მოედინება. შევაფასეთ სიტუაცია. ძალიან რთული სიტუაციაა. მესაზღვრეების დახმარებით, გადავედით მეორე მხარეს ვერტმფრენით. დაახლოებით, 200-300 ათასი კუბი ინერტული მასალა ჩატანილია ახალი ჰესის ტერიტორიაზე“, – აცხადებს სეთურიძე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი