მთავარი პოლიტიკა თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განმარტებას აკეთებს

თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განმარტებას აკეთებს

0 1875

სტრასბურგის სასამართლოს  გადაწყვეტილება ვერ და არ იწვევს რაიმე ფორმით დღეს ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნის საკითხის გადასინჯვას, რადგან ის დღეს იხდის სასჯელს, ის დღეს აღარ არის წინასწარ პატიმრობაში, ის არის მსჯავრდებული, –  აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დასრულდა ორი წლის წინ, კანონიერად არის აღიარებული. რაც შეეხება იმ დარღვევას, რაც დადგა, წულუკიანის  თქმით, იმედი აქვს, რომ პროკურატურა გამოძიებას ჩაატარებს.

 წულუკიანი გადაწყვეტილების ძალაში შესვლას  მხოლოდ გაისად ვარაუდობს.

“ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო, ის შევა ძალაში მხოლოდ აგვისტოში და ისიც მაშინ, თუ მე, როგორც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც წარმოვადგენ  სახელმწიფო უწყებას, გავასაჩივრებ.  ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი