მთავარი საერთო ზესტაფონის და ტყიბულის პოლიციის უფროსებმა ერთმანეთი ხელკეტებით სცემეს

ზესტაფონის და ტყიბულის პოლიციის უფროსებმა ერთმანეთი ხელკეტებით სცემეს

0 675

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზესტაფონის სამმართველოს უფროსმა პავლე ბუბულაშვილმა და ტყიბულის სამმართველოს უფროსმა ზაზა ჩუბინიძემ ერთ-ერთ რესტორანში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმანეთი ხელკეტებით სცემეს. დამტვრეულია ავეჯი და რესტორნის ინვენტარი.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე რამდენჯერმე გაისროლეს. ამ დროისთვის უცნობია რესტორნის მდებარეობა, სადაც ჩხუბი მოხდა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მერაბ ჩიხლაძე მისი ხელქვეითების შეუფერებელი საქციელისა და ხელმძღვანელი პირების არადროული ინფორმირებისათვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამჟამად ის კადრების დაქვემდებარებაშია გადაყვანილი.

“ზესტაფონისა და ტყიბულის სამმართველოს უფროსების მიმართ გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას აწარმოებს”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი