მთავარი პოლიტიკა ზაზა გაბედავას განცხადებით, ელისო კილაძის ერთ-ერთი ინფორმატორი კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახიაა

ზაზა გაბედავას განცხადებით, ელისო კილაძის ერთ-ერთი ინფორმატორი კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახიაა

მოსკოვში მოღვაწე ზაზა გაბედავას განცხადებით, ელისო კილაძის ერთ-ერთი ინფორმატორი კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახიაა.  “მეგობრებო სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ელისო ნუკრი კილაძის ერთ-ერთი ჩიტი სამეგრელოს რეგიონიდან არის რუსლან შამახია ნაციონალი, ყოფილი კუდის უფროსი. საქართველოს სპეცსამსახურებს გძინავთ? მინდა დავამატო, რომ ოცნების წევრი თოლორაია არის ნაც მოძრაობის მიერ ჩანერგილი რომელიც, მოქმედებს შამახიასთან ერთად სამეგრელოში ოცნების წინააღმდეგ”

,,შენი მედია გუნდი” დაუკავშირდა ზაზა გაბედავას არსებული ინფორმაციის და სცადა არსებული ინფორმაციის  გადამოწმება.

-თქვენ ახსენეთ რუსლან შამახია, არსებობს თუ არა  მტკიცებულებები, რომელიც დაამტკიცებს  ელისო კილაძის შესაძლო კავშირს  აღნიშნულ პიროვნებასთან, რის საფუძველზე აკეთებთ ამ განცხადებას?

– მე მაქვს ონლაინ მიმოწერები, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ ცდილობს მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა პიროვნებებზე, შემიძლია მოგაწოდოთ ნებისმიერ დროს.

-რამდენად ავთენტურია ეს მიმოწერები, ხომ შეიძლება არ შეესაბამებოდეს სიმართლეს?

-ამის გადამოწმებას რა უნდა, შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ საჭიროების შემთხვევაში.

-რუსლან შამახიაზეც ფლობთ მსგავს ინფორმაციას?

– კი. ეს ადამიანი თოლორაიასთან ერთად მოქმედებს. საქართველოს სპეცსამსახურებმა უფრო ეფექტურად უნდა იმუშავოს, რომ საიდუმლო ინფორმაციის გამცემა სათანადოდ აგოს პასუხი.

 

 

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი