მთავარი საზოგადოება ექსკლუზივი _ ქიბარ ხალვაშის პირველი კომენტარი სააპელაციოს განაჩენზე

ექსკლუზივი _ ქიბარ ხალვაშის პირველი კომენტარი სააპელაციოს განაჩენზე

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2″ დაუბრუნდა, ამბობს, რომ “თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე”.

ხალვაშმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი “გურია ნიუსს” მისცა:

“საჩივარი იმიტომ შევიტანე რომ მჯეროდა. ჯერ ყველა პროცესი არ მორჩენილა.

ვფიქრობ საქართველოში იქნება სტაბილურობა და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც სამართლიანობა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა.

დავიცავ სიტყვის თავისუფლებას და თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე” _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ხალვაშმა.

შეგახსნებეთ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება 2015 წლის 3 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა. ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

რუსთავი 2-ის წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია “პანორამას” გადასცა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში ამ სარჩელზე უარი განაცხადა. საუბარია ლოგოს და საავტორო უფლებების ნაწილზე. შესაბამისად, სასამართლომ პაატა სალიას სარჩელზე დავა შეწყვიტა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი