მთავარი პოლიტიკა „ეს არის კორცხელის გადაფარვის მცდელობა” – დავით ბაქრაძე საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე

„ეს არის კორცხელის გადაფარვის მცდელობა” – დავით ბაქრაძე საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე

0 520

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე, საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებებით კორცხელის ინციდენტის გადაფარვას და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

„ეს არის კორცხელის გადაფარვის მცდელობა და მცდელობა რამენაირად პასუხი გასცენ საერთაშორისო თანამეგობრობიდან და ქართული საზოგადოებიდან მომდინარე კრიტიკას. ის რომ ძალადობაში მონაწილე პირების დასჯა დღევანდელი კოდექსით არ შეიძლება, არის ტყუილი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ დეპუტატის პიჯაკის დაზიანებისთვის სამი ახალგაზრდა თვეობით გაუშვეს ციხეში, ამიტომ კოდექსში ყველანაირი მუხლი არსებობს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიეტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონს კეთილშობილური მიზანი აქვს და საარჩევნო პროცესის ძალადობისგან თავის აცილებას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შედის. არჩევნების დღეს პოლიციელებს, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც ექნებათ ყოფნის უფლება.

მთავრობის ინიციატივით მომზადებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი