მთავარი ეკონომიკა დღეს ამინდის ტემპერატურა აიწევს, ამიტომ ლარი დაიწევს!

დღეს ამინდის ტემპერატურა აიწევს, ამიტომ ლარი დაიწევს!

0 686

„მიმდინარე კვირის განმავლობაში ლარის კურსზე ძირითადად იმოქმედებს საგარეო და კოსმოსური ფაქტორები“, – ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორების შესახებ იუმორისტულ პოსტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აქვეყნებს.

„დღეს ამინდის ტემპერატურა აიწევს, ამიტომ ლარი დაიწევს!

გირჩევთ ფული გადაახურდაოთ ჩრდილში, დილით ადრე და საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ.

ეროვნული ბანკი, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან ერთად, მუდმივად აკვირდება მზის აქტივობას!

ჩვენ ვმუშაობთ ერთად!

ჩვენ გაგიყვანთ სწორ კურსზე!

ნდობა ჩვენი, ფული თქვენი!

საქართველოს მთავრობის ინფორმბიურო“, – წერს გოცირიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი