მთავარი სპორტი დიღომში „ოლიმპური აუზის“ 2016 წლის სეზონი იხსნება

დიღომში „ოლიმპური აუზის“ 2016 წლის სეზონი იხსნება

16 ივნისს 20:00 საათზე დიღომში, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე „ოლიმპური აუზის“  2016 წლის სეზონის გახსნა და საზეიმო საღამო გაიმართება.

საცურაო კომპლექსი აერთიანებს ორ ღია აუზს და ერთ დახურულ „საჭყუმპალაოს” ბავშვებისათვის. კომპლექსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კაფე და ღია ბარი. კომპლექსს აქვს რესურსი ერთდროულად უმასპინძლოს 400-მდე დამსვენებელს.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  ახალი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, 16 ივნისს საღამოს 20:00 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. 20:00 – 22:00-მდე გაიმართება  ოფიციალური ნაწილი,  22:00 საათიდან კი – Pool Party

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი