მთავარი პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დროის საკითხია

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დროის საკითხია

0 553

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიაში ვიზიტისას Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტევრიუში განაცხადა.

“საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დროის საკითხია. ის რეფორმები, რომლებსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ, გავუგზავნოთ რუს პოლიტიკოსებს სიგნალები იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის მტერი არ არის, ხოლო ნატო-ში წევრობა ჩვენთვის რუსეთთან კონფრონტაციის ელემენტს არ წარმაოდგენს. უნდა გავიდეს გარკვეული დრო, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის კონსტრუქციულმა პლიტიკამ და პრაგმატულმა მიდგომამ შედეგი გამოიღოს. სამწუხაროდ, გაუსuლ წლებში ყველა მხარის მიერ დაშვებული iyo შეცდომები. სამწუხაროდ, საქართველოს ორი ტერიტორია ოკუპირბეულია, იქ რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დადებითი ფაქტორი არ არის”, -აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების პრობლემის მოგვარება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საფუძველზეა შესაძლებელი.

“სხვა გზა არ არის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველო რუსეთისთვის მტრული სახელმწიფო არ არის. ჩვენ დაინტერსებული ვართ ურთიერთობების ნორმალიზებით, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე. რაც შეეხება ნატო-ს წევრობა, ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს – რომ მას ჰქონდეს სტაბილური პარტნიორი სამხრეთ საზღვართან. ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო ძალის გამოყენებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს გამორიცხულია. ნატო-ს წევრობა ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად გვჭირდება. ამას გარდა, ნატო მხოლოდ სამხედრო ბლოკი არ არის. ეს არის სახელმწიფოთა კავშირი, რომელშიც არსებობს ადამიანის უფლებების საერთო სტანდარტები, საერთო დემოკრატიული ნორმები. საქართველომ მიზნად დაისახა, გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო, ააშენოს ინსტიტუციური დემოკრატია. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ მივისწრაფით ნატო-სკენ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი