მთავარი პოლიტიკა გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს

გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს

0 1495

გივი თარგამაძე ორთაჭალაში, კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. უმცირესობის დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, იგივე სვანის თემაზე, 5 საათზეა დაბარებული.

დავით გერლიანის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ქართველი კანონიერი ქურდის საქართველოში დეპორტაცია ოდესიდან მოხდა.

„შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე N009190616001 საქმეზე, დავით გერლიანის მიერ კანონიერი ქურდობის ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, გამოკითხვის მიზნით, გთხოვთ გამოცხადდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში“ – წერია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ უწყებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი