მთავარი უბედური შემთხვევა გეი კლუბში დაღუპულმა გოგონამ თავდასხმის პირველი კადრები გადაიღო (ვიდეო)

გეი კლუბში დაღუპულმა გოგონამ თავდასხმის პირველი კადრები გადაიღო (ვიდეო)

გეი კლუბში Pulse თავდასხმისას დაღუპული გოგონას ძმამ Facebook-ზე კლუბში თავდამსხმელის შეჭრისა და სროლების ამსახველი  ვიდეო გაავრცელა.

25 წლის ამანდა ალვირა კლუბში ღამის კლუბში ცეკვისას ვიდეოს იღებდა, რა დროსაც ომარ მატინი შეიჭრა და სროლა ატეხა. გოგონა შველას ითხოვდა და ვიდეო ძმას გაუგზავნა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ამანდა ალვირა თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, ომარ მატინი ორლანდოში, გეი კლუბში Pulse ავტომატური თოფით და პისტოლეტით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 50 ადამიანი, 53 დაშავდა.

პოლიციამ თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს მოკლა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი