მთავარი სპეც რუბრიკა უკრაინა განრისხებულმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციას დაავალა დაესაჯათ ყველა ის ადამიანი ვინც ოდესის რეგინალურ...

განრისხებულმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციას დაავალა დაესაჯათ ყველა ის ადამიანი ვინც ოდესის რეგინალურ საბჭოში შეიჭრა

დღეს, განრისხებულმა ოდესის გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა დაავალა პოლიციელებს სასწრაფოდ დაესაჯათ ყველა ის ადამიანი ვინც ოდესის რეგიონალურ საბჭოში შეიჭრა. ,,კი, ყველას უნდა ჰქონდეს სტატუსი,მაგრამ არ გამოიწვიოთ არეულობა. ერთი არეულობა ქმნის მეორეს.აიღეთ ეს ვიდეო კადრები და კარგად გამოიძიეთ ვინ ვინ დაჭრა, რა არის დამტვრეული. ნახეთ კონკრეტული დამნაშავეები,რომლებმაც ან რამე დაამტვრია ან ვინმეს ზიანი მიაყენა. ყველამ უნდა აგოს პასუხი. პოლიტიკური მოთხოვნები ეს ერთი თემაა,მაგრამ არის ცივილური ქცევის წესები. პოლიცის უფროსი თავის ხალხთან და გენერალურ პროკურორთან ერთად დაუყოვნებლივ იწყებს ამის გამოძიებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ წესრიგი”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ. დღეს ათობით ადამიანი რომელიც დონბასში საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას ოდესის რეგიონალურ საბჭოში შეიჭრა მაშინ,როცა სხდომა მიმდინარეობდა. მათი მოთხოვნა იყო პარლამენტარებს გამოეყოთ ფული იმათვის ვინც ანტიტერორისტულ ოპერაციაში ანუ დონბასში ამბოხებულების წინააღმდეგ იბრძვის. როგორც ოდესის გაზეთი ”ტაიმერი” წერს, საბჭოში შეიჭრა 40 ადამიანი. ”რატომ გვჭირდება ჩვენ კომისია,რომ მოხალისეები ანტიტერორისტულ ოპერაციებში ჩავწეროთ? იქ ბიჭები კვდებიან და თქვენ აქ ძღებით!!!”-განაცხადა ერთ-ერთმა შეჭრილმა ადამიანმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი