მთავარი უცხოეთის ამბები ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 239-მდე...

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 239-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 239-მდე გაიზარდა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა.მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ირანისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებები და სროლა გუშინ ღამის საათებში მოხდა.თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
თავდამსხმელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი