მთავარი ტურიზმი აჭარის რეგიონი სეულის ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის რეგიონი სეულის ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

0 487

აჭარის ტურისტული პოტენციალი ქალაქ სეულში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე „KOTFA 2016” წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. საქართველოს სტენდი სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ მოინახულა. სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაეცნონ, რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ და ქართული ღვინო დააგემოვნონ. ქართული სტენდი კორეელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. Korea Times -ს ჟურნალისტი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, მათ შორის აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ვრცელ სტატიას ამზადებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სეულის ტურისტულ გამოფენაში პირველად ღებულობს მონაწილეობას. გამოფენა 9 ივნისს გაიხსნა და 12 ივნისს დასრულდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი