მთავარი პოლიტიკა აჭარის ა.რ უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

აჭარის ა.რ უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

პროცედურული დარღვევების გამო, აჭარის ა.რ უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა, სადაც უსკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრი უნდა აერჩიათ, ჩაიშალა. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანდიდატურების დასამტკიცებლად 14 დღიანი ვადა 2 ივნისს ამოიწურა, რიგგარეშე სხდომა კი 6 ივნისს ჩაინიშნა. მმართველი გუნდის დეპუტატთა განცხადებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განმეორებითი კონკურსი უნდა ჩაატაროს, ოპოზიციური ფრთა კი პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი