მთავარი პოლიტიკა ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

0 405

გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა. ანა დოლიძე საზოგადოებას თავად ქვეყნის პირველმა პირმა წარუდგინა. პრეზიდენტის განცხადებით, დოლიძის პირველი დავალება პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდება.
”ანა დოლიძე დღეიდან საპარლამენტო მდივნის ფუნციას იტვირთავს. პირველივე მისი დავალება და საქმიანობა დაკავშირებული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებასთან. ქალბატონი ანა შეეცდება დაარწმუნოს დეპუტატები, რომ მიიღოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ნანა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები ხელმეორედ წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი დღეს დატოვა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი