მთავარი საერთო აბანოთუბანში გამართულ აქციაზე ორი პირი დააკავეს

აბანოთუბანში გამართულ აქციაზე ორი პირი დააკავეს

0 501

გოგირდის აბანოების თანამშრომლებს, რომლებიც აბანოთუბანში აქციას მართავდნენ, პოლიციამ გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა. აქციის მონაწილეები გოგირდის აბანოებისთვის დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბანოთუბანში აქციაზე 2 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 და 166 მუხლით ედებათ ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი