მთავარი პოლიტიკა “ჩვენ საბოლოო ჯამში ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ“

“ჩვენ საბოლოო ჯამში ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ“

0 576

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს საარჩევნო კოდექსზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საარჩევნო და წინასაარჩევნო თამაშების წესებზე შეთანხმება ნაჩქარევად მოხდა.

მისივე თქმით, მოგვიანებით აუცილებლად უნდა გაგრძელდეს საარჩევნო კოდექსის რეფორმირება, ისე რომ, ყველა შენიშვნა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ, გათვალისწინებული იყოს 2020 წლისთვის.

“ვწუხვარ, რომ თითქმის წელიწადზე მეტია ვერ მოხერხდა ამ საკითხში პოლიტიკური ძალების დაინტერესებული პირების ფოკუსირება შედეგზე. ვინაიდან, ჩათვალა ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა თუ ძალამ, რომ ალტერნატიული საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ყოფილიყო ინიცირებული პარლამენტში, ამის გამო იმ ცვლილებებზე კენჭისყრა აქამდე გაჭიანურდა. მივიღეთ ის, რომ ჩვენ 2016 წლის შემდგომი პერიოდიც გვაქვს აბსოლუტურად ბუნდოვანი, 2016 წლის არჩევნებისთვის შექმნილი გვაქვს სისტემა, რომელზეც თავიდანვე ითქვა, რომ ეს არის ერთჯერადი გამოყენების, ჩვენ საბოლოო ჯამში ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი