მთავარი პოლიტიკა შს მინისტრის პირველი მოადგილე აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა

შს მინისტრის პირველი მოადგილე აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა

0 528

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვს და მინისტრის პირველ მოადგილე ვილაეტ ეივაზოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტუქტურებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების მიზნით განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებზე, ასევე, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების, პოლიციის ატაშეებისა და ინტერპოლის მეშვეობით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტრანსასაზღვრო დანაშაულისა და კრიმინალის პრევენციისათვის ინფორმაციის ინტენსიურ რეჟიმში გაცვლის აუცილებლობას და ამ კუთხით, საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიციის ატაშეების წარმატებულ საქმიანობას.

საქართველოს შს სამინისტროს ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა მოსაზღვრე რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრებს. პირველი შეხვედრა საქართველოში, 2016 წლის ივნისში შედგება, მომდევნო შეხვედრები კი წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით გაგრძელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი