მთავარი საზოგადოება შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

0 1307

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე. ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – თაბუკაშვილის და ჭონქაძის ქუჩებზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.შს

26 მაისიავტომანქანების მოძრაობადამოუკიდებლობის დღემოძრაობის შეზღუ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი