მთავარი რეგიონი სახალხო დამცველი აჭარაში იმყოფება

სახალხო დამცველი აჭარაში იმყოფება

0 513

სახალხო დამცველი აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. მანამდე უჩა ნანუაშვილმა შეხვედრები მოსახლეობასთან გამართა. სოციალური პრობლემები, პოლიციის მხრიდან დაკავებულების მიმართ ძალის გადამეტება, მუსლიმთა პრობლემები, ეკომიგრანტებისა და ე.წ.

13292966_579791662182299_662361732_n

ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებულთა მდგომარეობა არის სახალხო დამცველის განცხადებით ძირითადი გამოწვევები, რომელიც აჭარის რეგიონს აწუხებს. პრობლემების დიდი ნაწილი მის ანგარიშშიც მოხვდა. დღესვე უჩა ნანუაშვილი აჭარის ხელისუფლების პირველ პირებსაც შეხვდება და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი