მთავარი პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

0 494

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარესთან ინარა მურნიეცესთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ხურჩაში მომხდარ შემაძრწუნებელ ინციდენტს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. საუბარი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხსა და ნატო-ს ვარშავის მოახლოებულ სამიტსაც შეეხო. აღნიშნულთან დაკავშირებით ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა მოახლოებული არჩევნებისა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებაც ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდება.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სეიმის თავმჯდომარეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით სტუმრობისათვის.

თავის მხრივ სეიმის სპიკერმა, მიულოცა საქართველოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი