მთავარი საზოგადოება საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები საზეიმო მიღებას დაესწრებიან

საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები საზეიმო მიღებას დაესწრებიან

16 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრებიან.

20 წლის წინ, 1996 წლის 8 მარტს აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შეთანხმებას.

აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება 16 მაისს, 11:30 საათზე, ფუნიკულიორზე გაიმართება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი