მთავარი საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვით იმუქრება

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვით იმუქრება

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამის შესახებ თანამშრომლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ჟურნალისტ ლაშა მესხის თქმით, პროტესტს ჟუნალისტების ნაწილი, ოპერატორები და ტექნიკური პერსონალი უერთდება.

“მოამბის” თანამშრომელთა ნაწილი მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, პროცესში მედიატორის სტატუსით ჩაერთოს.

საერთო ჯამში 83 თანამშრომელია, რომლებიც ადმინისტრაციას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 21-დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი